თბილისი:
მანჩესტერი:
5-02-2015, 08:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2095,
კომენტარები: 4
კოული: "ფალკაო 9 ნომერს იმსახურებს"
ენდი კოული ფალკაოს შესახებ საუბრობს.
კოული:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ენდი კოულმა განაცხადა, რომ 9 ნომრიანი მაისურის ტარება ფალკაოსთვის განსაკუთრებული რამ უნდა იყოს.

"ლესტერთან" მატჩში რადამელ ფალკაომ "იუნაიტედში" თავისი მეოთხე გოლი გაიტანა, რამაც ენდი კოულის კმაყოფილება გამოიწვია. და სანამ სხვებს მიაჩნიათ, რომ მაისურის ნომერმა ფეხბურთში მნიშვნელობა დაკარგა, ენდი კოულს მიაჩნია, რომ ფალკაოს ეს არ ეხება.

"მანჩესტერ იუნაიტედის" 9 ნომრიანი მაისურის ტარება ჩემთვის ფენომენალური იყო. მისი ტარებით სიამოვნებას ვიღებდი და მას განსაკუთრებულ საგანძურად ვთვლიდი, მითუმეტეს რომ ასეთ კლუბში ვიყავი.

თანამედროვე ფეხბურთში მაისურის ნომერი მოდიდან გადავიდა. მაგრამ ტრადიციის მიმდევრები ყოველთვის 9 და 10 ნომრიან მაისურს უყურებენ, რადგან სწორედ ამ ბიჭებმა უნდა გაიტანონ გოლები.

ნებისმიერი კლუბის 9 ნომრიანი მაისურის ტარება ხანდახან ჯოჯოხეთს ჰგავს. "ნიუკასლშიც" 9 ნომრიანი მაისური მეცვა და ის ძალიან, ძალიან ცნობილი ნომერი იყო. ფანები მაისურზე ყოველთვის მაღალფარდოვნად საუბრობენ და როცა "სენტ ჯეიმს პარკზე" მას იღებ, უდიდეს ზეწოლას გრძნობ.

"მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის პირველ წელს 17 ნომრიან მაისურს ვატარებდი, მაგრამ სეზონის დასრულების შემდეგ მწვრთნელმა გადაწყვიტა 9 ნომერი მოეცა და მას შემდეგ სულ ის მეცვა.

როცა თამაშობ, მოწინააღმდეგე გუნდი ყოველთვის უყურებს 9 ნომერს და ცდილობს, მას გოლი არ გაატანინოს. ვფიქრობ, ფალკაო ყველაფერს სწორად გააკეთებს, რადგან ის სუპერ თავდამსხმელია და გოლებსაც გაიტანს."
- განაცხადა კოულმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
5 თებერვალი 2015 09:02
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ამან გოლები გაიტანოს და თუნდაც 1 ნომრიანი მაისურით ითამაშოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
5 თებერვალი 2015 12:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
RojoDiablo,
კაი ეხლა გიო, რაღა მაინცდამაინც დე ხეას უნდა შეეცილოს??? wink

9 ნომერი კარგია, მაგრამ 7 ნომერი მანჩესტერში ყველაზე გამორჩეული ნომერია love
0
№3
ავტორი: Mufc7
5 თებერვალი 2015 12:20
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ვფიქრობ, ფალკაო ყველაფერს სწორად გააკეთებს, რადგან ის სუპერ თავდამსხმელია და გოლებსაც გაიტანს

ამისთვის საჭიროა,ვან გაალმა გააკეთოს სწორად ყველაფერი:დ და მერე ხშირად გავიხაროთ ხოლმე ამისი გოლებით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: GeorgeBest
5 თებერვალი 2015 15:41
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გოლების გასატანად მეტი სათამაშო დროა საჭირო, როცა აქვს იტანს კიდეც. მთავარია ტრავმებმა არ შეუშალოს ხელი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top