ლაშა ვეკუადიდი ალბათობით ბატონი ლუი ტაქტიკას არ შეცვლის და კვლავ ჩვენთვის საყვარელ 4-4-2 სქემაზე ააწყობს გუნდს.
ბევრის აზრით სწორედ ეს შეხვედრა იქნება სადებიუტო ახლად გაფორმებული ესპანელი კიპერისთვის, თუმცა მე უმრავლესობის აზრს არ ვიზიარებ და საერთოდაც არ მგონია ვალდესს შანსი მიეცეს თუკი დე ხეა ჯამრთელად იქნება.
დაცვა: მივყვეთ მარჯვნიდან მარცხნივ. მარჯვენა მცველად ისევ ვალენსია მოგვევლინება, მართალია რაფაელი უკვე გამოჯამრთელდა, თუმცა მან გუშინ რეზერვებში ითამაშა, თანაც სრული მატჩი და არ მგონია სულ რამდენიმე საათში ძალების აღდგენა მოესწრო. ცერნტრალურ მცველთა წყვილად სმოლინგი-როხო ვარჩიე. ჯონსმა ზედიზედ 9 თამაში ჩაატარა და ერთ-ერთი შეუცვლელი იყო ბოლო პერიოდში, ამიტომ ვფიქრობ ლუი მას დასვენების საშუალებას მისცემს. მარცხენა მცველი ახალგაზრად ლუკ შოუ, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი.
ნახევარდაცვა: მართალია ბლინდმა საოცარი მატჩი ჩაატარა უქმეებზე, თუმცა ისიც ადამიანია და დასვენება მასაც სჭირდება, თანაც არ დაგავიწყდეთ "იუნაიტედს" ძალიან ძნელი გასვლა ელის ლონდონში, ამიტომ მის ადგილს ტანმაღალი და ძლიერი ფელაინი დაიკავებს. მარჯვნივ დიდი იმედი მაქვს ანდერ ერერას ვიხილავთ, წარმოდგენა არ მაქვს რატომ არ აძლევს ამ უნიჭიერეს ფეხბურთელს სათამაშო დროს ჰოლანდიელი. მარცხნივ ახალგაზრდა იანუზაი ირბენს, რომელმაც ბევრ კრიტიკოსს უნდა გასცეს პასუხი. 10-იანის პოზიციაზე ალბათ მატა უნდა მოგვევლინოს, ესპანელი ბოლო პერიოდში კარგად არ გამოიყურება, თუმცა საყვარელ პოზიციაზე თამაში ნაკლებად უწევდა, ახლა კი წესით საუკეთესოდ უნდა წარმოაჩინოს თავი.
თავდასხმა: შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ რუნის დასვენება სჭირდება, ხოლო რობინს ახალი მოშუშებული აქვს ტრავმა და არავის არ სურს ასეთი კლასის თავდამსხმელის ლაზარეთში ხილვა ხელმეორედ. რაც შეეხება ფალკაოს, მას მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, რათა ფორმა აღიდგინოს და ისევ გოლების მანქანად იქცეს. მისი მეწყვილე ახალგაზრდა, ენერგიული, სწრაფი და ქარიზმატული უილსონი იქნება, რომელიც ეცდება მეტოქის დაცვის გაჭრას.
ნიკა ჯორბენაძედავიწყებ სქემით. მემგონი ვან გაალი საბოლოოდ მიხვდა, რომ გუნდი 4-4-2 სქემით უფრო კარგად თამაშობს ვიდრე 3-5-2 სქემით, და ამჯერადაც ამ სქემას გამოიყენებს.
იუნაიტედის ძირითად გუნდში დებიუტი ექნება ჩემი აზრით ვიქტორ ვალდესს. თუ თასსზე არა, სხვაგან მას არ მოუწევს მას თამაში. თან საინტერესოც კი არის, მისი ხილვა იუნაიტედის ქომაგისთვის.
დაცვაში ჩემი აზრით მარჯვნივ რაფაელი იქნება, რომესაც მიეცემა შანსი, რომ შევიდეს ფორმაში. ვალენსიას ხილვას, პირადად მე არ ვისურვებდი. ცენტრში როხო და ჯონსი კარგად შეწყვილდნენ, და არამგონია რამე შეიცვალოს. მარვცხნივ კი ლუკ შოუ ერთადერთი ვარიანტია.
ცენტრში, საყრდენის პოზიციაზე ბლინდი იქნება, რომელმაც უკანსკნელ მატჩში გვანხა რომ მისი ადგილი სწორედ ცენტრშია, და არა დაცვაში ან თუნდაც მარცხენა მცველად. მარცხენა ფლანგიდან დი მარია იქნება. იქ სადაც, უფრო მეტად სურს იუნაიტედის ქომაგს. მარჯვნიდან კი რუნი, ისე როგორც ლესტერთან მატჩში. გამთამაშებლად ჩემი აზრით მატა იქნება. ყველაზე კარგი ვარიანტი ფლეიმეიქერის პოზიციაზე.
თავდასხმაში კი ახალგაზრდა, სწრაფი უილსონი და გოლებს მოწყურებული რადამელ ფალკაო იქნებიან.
აკო არაქელიანივფიქრობ, რომ წინა თამაშთან დიდი განსხვავება არ იქნება, თუ რამდენიმე ცვლილების არ ჩავთვლით. ვიმედოვნებ ტაქტიკა იგივე დარჩება.
მეკარე: მგონი უკვე დროა ვალდესი საქმეში გამოვცადოთ, თან თუ გავითვალისწინებთ, რომ მეტოქე არც თუ ისეთი ძლიერია ეს იდეალური ვარიანტია.
დაცვა: მარჯვენა ფლანგზე დიდი სიამოვნებით ვიხილავდი რაფაელს, მაგრამ მან გუშინ რეზერვებში ჩაატარა მატჩი, ასე რომ მოგვიწევს ვალენსიას „ზღაპრული“ თამაშის ყურება. დაცვის ცენტრი ცოტა შეცვლილი იქნება მგონი, როხოს ახალგაზრდა პარტნიორს მაკნეირს შეუწყვილებს, რადგან უქმეებზე რთული თამაში გველის გასვლაზე. მარცხენა ფლანგზე კი ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერს, შოუს ვიხილავთ.
ნახევარდაცვა; ცენტრს კერიკის არ ყოფნაში ბლინდი ითვისებს და სრულფასოვნად ცვლის ინგლისელს. მარჯვენა ფლანგზე ვიმედოვნებ, რომ ვეღირსებით ერერას თამაშს. მარცხენა ფლანგზე ჩემის აზრით ისევ იანუზაის მიეცემა წარმოჩინების საშუალება, რათა დააუმტკიცოს ვან გაალს რომ მან სწორი არჩევანი გააკეთა, როცა მისი მიმართულებით ტრასნფერები დაბლოკა. ფორვარდების და ნახევარდაცვის შუაში მატა მოგვევლინება, რომელმაც „ლესტერთან“ შეხვედრაში მხოლოდ 15-ოდე წუთი ითამაშა და დასვენებული იქნება.
თავდასხმა: ვფიქრობ, რომ ლუი ვან გაალს 2 თვეზე მეტი ხანი ეყოფა იმის სანახავად, რომ რუნი არაა მოედნის ცენტრში მოთამაშე და ის შეტევაში უფრო პროდუქტულია. რუნის კი მეწყვილედ ვან პერსი იქნება, რომელმაც „ლესტერთან“ თამაშის დროს ნახევარი საათით ადრე დაამთავრა და ის იქნება რუნის პარტნიორი, რომელიც დაეხმარება „კემბრიჯის“ კარის დაცხვრილვაში.