"ვესტ ჰემის" თავდამსხმელი, ენდი კეროლი "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
"წითელი ეშმაკები" 24-ე ტურის მატჩს ლონდონში გამართავენ, სადაც ადგილობრივ "ვესტ ჰემს" დაუპირისპირდებიან. ლუი ვან გაალის გუნდი შეეცდება ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვოს და სატურნირო ცხრილში პოზიცია გაიმყაროს, ხოლო სემ ელერდაისის გუნდი "ლივერპულთან" დამარცხების გამო საკუთარი გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაციას ეცდება.
სწორედ "ენფილდზე" გამართულ მატჩში მიიღო ტრავმა ენდი კეროლმა, რის გამოც 2 კვირას გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის ფორვარდმა ამ სეზონში 13 ჩატარებული მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.