პირველ რიგში მოგესალმებით ყველას და მინდა, რომ ყველამ კარგად წაიკითხოს რა სიახლეებია "თქვენ ფსონში" რომ შემდგომ ბილეთი სწორად იყოს შევსებული! საახალწლო პაუზის შემდეგ კვლავ ვაგრძელებთ "თქვენი ფსონის" გათამაშებას და დიდი იმედი მაქვს უფრო ბევრი მომხარებელი ჩაერთობა და მიიღებს მონაწილეობას.
3 თვეა რაც "თქვენმა ფსონმა" სტარტი აიღო საიტზე და მომხმარებლებში დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. ეს ყველაფერი კომენტარებითაც კარგად ჩანს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ბევრი მომხმარებლის აზრი გავითვალისწინო და რაღაც დათმობებზე წავიდე. დავიწყოთ იმით, რომ აუცილებელი იყო 6 გუნდი მაინც რომ გამოგეცნოთ, რომ ქულები დაგწეროდათ, დღეს ეს ბარიერი 5 გუნდამდე დაიწევს და ქულებიც ასე გადანაწილდება. 5 გუნიდს სწორად გამოცნობისას მიიღებთ 5 ქულას, 6 გუნდის შემთხვევაში 10 ქულას, 7 გუნდის სწორად გამოცნობისას მიიღებთ 15 ქულას ხოლო რვავე შედეგის სწორა გამოცნობის შემთხვევაში 20 ქულა და + სპეციალური სტატუსი სახელწოდებით "Best Bookmaker"! ეს ყველაფერი უფრო გაადვილებს ქულების მოპოვებას და დაძაბუულობაც უფრო იმატებს. მაგრამ ეს ყველაფერი ამით არ მთავრდება. არის კიდევ ერთი სიახლე. აქამდე თქვენ შეგეძლოთ მხოლოდ 1 შედეგის დაფიქსირება, გამონაკლისი იყო 1 გუნდი რომლის დაზღვევაც შეგეძლოთ. დღეიდან ყველაფერი სხვანაირად იქნება. გუნდებს არა ჩვენ? არამედ თქვენ აარჩევთ ოღონდ რაღაც შეზღუდვები მაინც იქნება. მე დავწერ თუ რომელი ჩემპიონატიდან რამდენი გუნდის არჩევა შეგიძლიათ და იმის მიხედვით თქვენ დაწერთ სასურველ 8 თამაშს რაც უფრო გამოავლენს თქვენს ნიჭს ამ "სპორტში".
მაგალითად: "პრემიერ ლიგა" 2 გუნდი! "ბუნდერსლიგა" 2 გუნდი "იტალია სეია ა" 2 გუნდი "პრიმერა" 2 გუნდი! ამ ჩემპიონატებიდან თქვენთვი სასურველ 2 გუნდს ამოარჩევთ და ბილეთეს შეადგენთ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით დაზღვევა აღარ იქნება, მაგრამ დაემატება კი/არა! ( ორივე გუნდი გაიტანს თუ არა გოლს ) თუ სურვილი გექნებათ 8 თამაშიდან შეგეძლებათ ერთში სწორედ კი ან არა დაწეროთ და დანარჩენი 7 შეხვედრაში როგორც აქამდე იყო ერთი შედეგი დავაფიქსიროთ. თვის ბოლოს კი გამოვლინდება "თქვენი ფსონის" საუკეთესო სამეული ქულების მიხედვით და საუკეთესოთა შორის საუკეთესოს სპეციალური სტატუსით დავაჯილდოვებთ, რომელიც 1 თვის განმავლობაში ხელშეუხებელი იქნება.
ახლა კი სანამ ბილეთის გაკეთებაზე გადავიდოეთ 1 პატარა დეტალიც. ყოველ ტურში შეიძლება პატარა ცვლილება იყოს "თქვენ ფსონში" რომელიც დღესაც იქნება. დღეს არა 8 არამედ 9 გუნდის არჩევა მოგიწვეთ აქედან გამომდინარე ქულები არა 5 გუნდის გამოცნობისას არამედ 6 გუნდის სწორად გამოცნობის შემთხვევაში დაგეწერებათ ( 6 გუნდი - 5ქულა! 7 გუნდი-10 ქულა! 8- გუნდი 15 ქულა! 9 გუნდი 20 ქულა! )
გააკეთეთ ბილეთი
1) "პრემიერ ლიგა" 4 გუნდი! 2) "სერია A" 2 გუნდი 3) ესპანეთის "პრიმერა" 3 გუნდი