"იუნაიტედმა" ორმაგი შეთავაზება გააკეთა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს სენსაციური ორმაგი შეთავაზება გააკეთა.
ლუი ვან გაალს სურს სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე (3 თებერვლის 3:00 სთ) თავისი გუნდი გააძლიეროს, რათა ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნების მიზანს მიაღწიოს.
ვან გაალმა ზაფხულში უკვე დახარჯა დიდძალი თანხა, რამეთუ ანხელ დი მარია და რადამელ ფალკაო (არა მარტო) მოიწვია გუნდში.
თუმცა ვან გაალი მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს და მზადაა ბუნდესლიგიდან ერთბაშად ორი ფეხბურთელი დაიმატოს.
პირველი ასეთი ფეხბურთელი კევინ დე ბრუინე იქნება, რომელიც "ვოლფსბურგში" გადასვლის შემდეგ სულ უფრო და უფრო ძლიერდება.
მიუხედავად იმისა, რომ "ჩელსიში" თავის გამოჩენა ვერ შეძლო, ბელგიის ნაკრების ფეხბურთელი ბუნდესლიგის ერთ-ერთ საუკეთესო პლეიმეიქერად ითვლება და "მგლების" რიგებში უკანასკნელ შეხვედრაში "ბაიერნს" ორი გოლიც გაუტანა.
ვან გაალს სჯერა, რომ დე ბრუინე 4-4-2 დაიმონდს კარგად მოერგება და მასში 30 მლნ. ფუნტის გადახდას აპირებს.
პრიორტეტულია ჰუმელსის შეძენაც, მაგრამ "ბორუსიას" მისი გაყიდვა არ სურს, რამეთუ ბუნდესლიგაში საგრძნობლად რთულ ვითარებაში იმყოფება.
ვან გაალისთვის ცნობილია, რომ მსოფლიო ჩემპიონის შეძენა ძალიან რთული იქნება, მაგრამ მზადაა მისთვის 37 მლნ. ფუნტი გადაიხადოს.
წყარო:
express