თბილისი:
მანჩესტერი:
2-02-2015, 08:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1841,
კომენტარები: 6
ბლინდი: "მიზანს ვუახლოვდებით"
ბლინდის აზრით, "იუნაიტედი" მიზანს უახლოვდება.
ბლინდი:
დეილი ბლინდს მიაჩნია, რომ ლუი ვან გაალის რევოლუცია "ოლდ ტრაფორდზე" ფრთებს შლის.

"ლესტერთან" გამართულ მატჩამდე ლუი ვან გაალს საკუთარი სქემის დაცვა მოუხდა, რადგან უკანასკნელი ექვსი შეხვედრიდან სამში გოლის ვერ გატანის გამო გულშემატკივარმა ჰოლანდიელის გუნდს მოსაწყენი უწოდა.

შედეგად, ვან გაალმა "მელიებთან" მატჩში სათამაშო სქემა შეცვალა და გოლის გატანის პრობლემაც უკან დარჩა, რამეთუ "იუნაიტედმა" 3-1 იმარჯვა.

ბოქსინგ დეის შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ვან გაალის გუნდმა სამი გოლის გატანა მოახერხა.

დეილი ბლინდი კი აცხადებს, რომ "იუნაიტედი" ყოველკვირეულად ემსგავსება ისეთ გუნდს, როგორის ხილვაც ვან გაალს სურს.

"ყოველკვირეულად ვუახლოვდებით თამაშის ისეთ დონეს, როგორიც ვან გაალს სურს. სწორი მიმართულებით მივდივართ და ბედნიერები ვართ." - განაცხადა ბლინდმა.

"იუნაიტედმა" "ლესტერთან" მატჩში სამი გოლის გატანა პირველი ტაიმში მოახერხა და პირველი წრის მარცხის გამო შური იძია.

თუმცა საგანგაშო ნიშნები ჯერ კიდევ შეიმჩნეოდა, რადგან ვან გაალმა გუნდს არა თუ მეტი გოლის გატანა, არამედ თამაშის მოკვლა სთხოვა.

ბლინდმა დაამატა: "შედეგით მოხარული ვართ.

ვცდილობდით ბურთი შეგვენარჩუნებინა და შანსები შეგვექმნა. ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით ბურთის ფლობაშიც და გოლის გატანაშიც.

როცა პირველ გოლს გაიტან, მეორე გუნდმა რაღაც უნდა გააკეთოს. ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ მოთმინებითა და ბურთის კონტროლით.

პირველ ტაიმი ძალიან კარგი იყო, მეორე ტაიმში კი შესაძლოა ზედმეტად მომთმენები ვიყავით.

მაგრამ ვცდილობდით, ბურთის დაჭერით თამაში მოგვეკლა და თან შანსები შეგვექმნა.

რა თქმა უნდა, გსურს, რომ კარი "მშრალად" შეინახო, მაგრამ 3-1 სახლში - კარგი ფეხბურთი და კარგი შედეგი."


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Jorbe-Jorbe
2 თებერვალი 2015 09:03
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
მართლაც კარგი თამაში იყო. ბრავო. winked
0
№2
ავტორი: RojoDiablo
2 თებერვალი 2015 09:10
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ასეთი მატჩი ითამაშეთ კემბრიჯთანაც, რომ დაუსივეთ თვალები ხალხს. დროზე უნდა მოითავონ იქაც საქმე და მერე დაისვენონ. წინ რთული ტური გვაქვს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: AkkRed
2 თებერვალი 2015 11:24
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
კემბრიჯთან ასეთივე პირველი ტაიმი ჩაატარეთ და მეორეში დაისვენეთ.
0
№4
ავტორი: GeorgeBest
2 თებერვალი 2015 18:01
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მეორეში სანამ ვან გაალი აურევდა ყველაფერი მაგრად იყო. დი მარიაც ნელ-ნელა რაღცას ემსგავსება. წინა თამაშებში იანგის ორეული იყო

რუნის და მაგას პოზიციებიუ რო გაეცვალათ იდეალური შემადგენლობა იქნებოდა და ორივე მაგრად ითამაშებდნენ ამაში დარწმუნებული ვარ
0
№5
ავტორი: VaRdo
3 თებერვალი 2015 01:15
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ლესტერთან კარგი თამაში ნუ დაგაბრმავებთ. ბოლ ოადგილოსანთან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: batumski
3 თებერვალი 2015 02:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 132
ჯერ კიდევ ბევრი გაქვთ სამუშაო და ეს თამაშის მოკვლა მაგრად არ მომწონს,გაიტანო უნდა რამდენიც შეგიძლია მითუმეტეს ლესტერთან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ There are Good Football teams and there are Great Football teams, then of course there is Manchester United
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top