"ევერტონი" ადნან იანუზაის აყვანას სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს ეცდება.
რობერტო მარტინესი 19 წლის ფეხბურთელის თამაშით მოხიბლულია, რის გამოც თავის გუნდში ადნანის იჯარით აყვანს სურს.
"ევერტონის" ხელმძღვანელობა ახალგაზრდა ბელგიელის თაობაზე შეთავაზებას დღეს გააკეთებს და ყველაფერი თავად იანუზის სურვილზე იქნება დამოკიდებული - თუ ადნანს იჯარით წასვლა სურს, "იუნაიტედი" ხელს არ შეუშლის.
მიმდინარე სეზონში იანუზაის ვან გაალის გუნდში თამაშის საშუალება იშვიათად ეძლევა, თუმცა "იუნაიტედის" მონაწილეობით უკანასკნელ ორ შეხვედრაში ბელგიელი სასტარტო შემადგენლობაში იდგა.
იმ შემთხვევაში, თუ იანუზაი "ევერტონში" გადასვლის სურვილს არ გამოთქვამს, რობერტო მარტინესი მზადაა სეზონის ბოლოს სცადოს ბედი, თუმცა ამჯერად ესპანელი სპეციალისტი ბელგიელის არა იჯარით, არამედ მუდმივი კონტრაქტით შეძენას შეეცდება.