"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში იხედება და აცხადებს, რომ ოთხეულში მოხვედრისა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლისთვის ბრძოლა უკანასკნელ ტურამდე გაგრძელდება.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამჟამად მესამე ადგილზე იმყოფება და 1 ქულით უსწრებს მეოთხე და მეხუთე ადგილზე მყოფ "საუთჰემპტონსა" და "არსენალს".
"წმინდანები" "სუონსისთან" მატჩში დამარცხდნენ, ხოლო "არსენალმა" სახლში პრემიერ ლიგის აუტსაიდერი, "ასტონ ვილა" გაანადგურა.
გამარჯვებებს მიაღწიეს "ლივერპულმა" და "ტოტენჰემმაც", რომლებიც ასევე ითვლებიან ოთხეულში მოხვედრის კანდიდატებად.
ვან გაალი ფიქრობს, რომ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა და ბრძოლა ბოლო ტურამდე გაგრძელდება.
"პრეს-კონფერენციაზე უკვე ვთქვი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრისთვის რბოლა უკანასკნელ კვირამდე გაგრძელდება, რადგან ეს დიდი ბრძოლაა.
მაგალითად, "მანჩესტერ სიტის" 5 ქულით ჩამოვრჩებით, ასე რომ, ვფიქრობ ბოლომდე ბრძოლა მოგვიწევს."