"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელს, ჯეიმს უილსონს, რომელიც ამჟამად კვირაში 5 ათას ფუნტს იღებს ხელფასის სახით, ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ, რომელიც ხელფასს ერთბაშად 20 ათას ფუნტამდე გაზრდის.
ეს შეთავაზება ჯილდო იქნება უილსონისთვის იმის გამო, რომ ბოლო პერიოდში პროგრესირებს და "იუნაიტედის" ერთ-ერთ იმედად ითვლება.
ჯეიმსმა ლუი ვან გაალზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა და ჰოლანდიელის ასისტენტის, რაიან გიგზის ნდობით სარგებლობს.
სწორედ გიგზმა მისცა ახალგაზრდა ფეხბურთელს თავის გამოჩენის საშუალება, როცა უელსელმა "იუნაიტედი" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დრობიეთ ჩაიბარა.
ჯეიმსმა კი პირველივე მატჩში ორი გოლი გაიტანა.
ხოლო მიმდინარე სეზონში უკვე მოახერხა ქპრ-ს კარის დალაშქრვა.