თბილისი:
მანჩესტერი:
1-02-2015, 15:50
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2011,
კომენტარები: 8
იანუზაი: "კემბრიჯს" უფრო მეტს გავუტანთ"
ადნან იანუზაი მატჩის შემდეგ.
იანუზაი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერი, ადნან იანუზაი თავის გუნდს "ლესტერის" დამარცხებაში დაეხმარა და ფიქრობს, რომ "ოლდ ტრაფორდზე" უფრო მეტი გოლის გატანაც შეეძლოთ.

ინგლისის თასზე "კემბრიჯის" წინააღმდეგ მატჩში ადნანი სასტარტო შემადგენლობაში თამაშობდა, თუმცა "იუნაიტედმა" შეხვედრაში გოლის გატანა ვერ მოახერხა.

19 წლის ბელგიელი კიდევ ერთი 90 წუთის მიღებით კმაყოფილი დარჩა და მიაჩნია, რომ უფრო დიდი სხვაობით გამარჯვებაც შეიძლებოდა.

"ძალიან ცოტას ვთამაშობ, ასე რომ, კარგი იყო დღეს 90 წუთის მიღება. ბოლო 15 წუთში დავიღალე და გამიჭირდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ჯერ კიდევ მქონდა სამუშაო.

კარგად ვითამაშეთ, განსაკუთრებით პირველ ნახევარში. ერთმანეთისთვის ვიბრძოდით. მეორე ტაიმი კარგი არ იყო, მაგრამ შედეგით კმაყოფილები ვართ. წინ წასვლისას კარგად ვმოქმედებდით და სამ გოლზე მეტის გატანაც შეგვეძლო, თუმცა იმედი მაქვს, "კემბრიჯთან" ამას მოვახერხებთ და გავიმარჯვებთ.

მაღალ ტემპში ვთამაშობდით, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ბურთს სწრაფად ვამოძრავებდით და დასრულებითაც გამოვირჩეოდით. შესვენებაზე 3-0 ანგარიშით გავედით, რაც დიდებულია. მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტის გატანა შეგვეძლო, ბოლოს და ბოლოს ჩვენ სამი ქულა ავიღეთ და ამით ბედნიერები ვართ."
- განაცხადა იანუზაიმ

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
1 თებერვალი 2015 16:14
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
კემბრიჯთან აუცილებლად უნდა ათამაშოს ლუიმ !
0
№2
ავტორი: RojoDiablo
1 თებერვალი 2015 16:38
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მარცხენა ფლანგზე უფრო კარგია ეს და დი მარიას მოსვლის შემდეგ მანდ უფრო იშვიათად მოუწევს თამაში, მაგრამ მთავარია პრაქტიკა მიეცეს და ნელ-ნელა ათამაშდეს. სტერლინგის დონის რომ გახდება მერე რეალი წაიყვანს, მარა მანამდე გვყავდეს მაინც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: DiMaria
1 თებერვალი 2015 17:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
დავიღალეო და ბოლო წუთებზე უფრო მეტს დარბოდა და უტევდა wink
0
№4
ავტორი: გაბადაძე
1 თებერვალი 2015 17:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
კემბრიჯთანაც გათამაშებენ სავარაუდოდ bully და კემბრიჯთან იმედია ერერაც იქნება ძირითადში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№5
ავტორი: GeorgeBest
1 თებერვალი 2015 17:36
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
უკეთეს თამაშს ველი ამისგან, შანსს იღებს ბოლო დროს და იმედია გამოიყენებს
0
№6
ავტორი: Esi
1 თებერვალი 2015 20:28
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
მიდი რა ადნან მიაწექი შენებურად!
0
№7
ავტორი: AkkRed
2 თებერვალი 2015 00:26
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ამის ის მომწონს რომ სახელს არ უშინდება და თავის თავზე იღებს თამაშს და სხვებს არ ტენის ბურთს რადგან იმას დიდი სახელი აქვს.
0
№8
ავტორი: VaRdo
3 თებერვალი 2015 00:50
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
აუ ეს ათამაშდეს რა. როგორ იმედებს ვამყარებდით და არ მინდა რომ ესეც ზოგიერთებივით ჩაკვდეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top