მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის დარენ ფლეთჩერის "ვესტ ჰემში" გადასვლის ტრანსფერი ჩაიშალა, "ვესტ ბრომვიჩმა" შოტლანდიელის შეძენის ინტერესი განაახლა.
ცნობილია, რომ "ეშმაკები" შოტლანდიელის გაშვებას იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე აპირებენ. პარასკევს ფლეთჩერმა "ვესტ ჰემში" სამედიცინო შემოწმება გაიარა, თუმცა მალევე გაირკვა, რომ "ჩაქუჩებს" შოტლანდიელის იჯარით აყვანა სურდათ, რაზეც დარენმა უარი განაცხადა და მანჩესტერში დაბრუნდა.
მიუხედავად მცირე დროისა, იანვარში დარენის წასვლა ჯერ კიდევ შესაძლებელია, რადგან "შაშვები" დარენის შეძენას ახლა უკვე კონკურენტის გარეშე შეეცდებიან.
Daily Mail-ის ინფორმაციით "ვესტ ბრომვიჩი" ამ დროისათვის ფლეთჩერისთვის ადგილის გათავისუფლებას ცდილობს. ისინი "ბარნლისთან" გრაჰამ დორანსის გაყიდვის გამო მოლაპარაკებებს აწარმოებენ. თუ დარენის ტრანსფერი არ შედგა, რეზერვში ტონი პულისს კიდევ ერთი ფეხბრუთელი, "ტოტენჰემის" ნახევარმცველი ეტიენ კაპუ ჰყავს.