"ოლდ ტრაფორდზე" გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ დარენ ფლეთჩერი კლუბს აღარ დატოვებს.
ჰოლანდიელის მტკიცებით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი "ვესტ ჰემში" სამედიცინო შემოწმებას გადიოდა, რაც "ჩაქუჩებში" მისი გადასვლის წინაპირობა უნდა ყოფილიყო, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა.
"ვფიქრობდი, დარენი კონტრაქტის გაფორმებას აპირებდა. მაგრამ საბოლოოდ იჯარა შესთავაზეს, ეს კი შეთანხმებაში არ ყოფილა. ისღა დამრჩენია მოვისმინო, თუ რას იტყვის "ვესტ ჰემი."
"შეთანხმება არ შედგა. გვინდა დარენს დავეხმაროთ და ჩემი ერთადერთი მიზანი ახლა სწორედ ეს არის. როგორც მწვრთნელი, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დაგვიბრუნდა. ის ჩემი მესამე კაპიტანია. ძალიან ცოტას თამაშობს, ასე რომ, მინდა დავეხმარო. არ ვიცი რა ხდება იქ, მაგრამ პარასკევს შეთანხმება განსხვავებული იყო, შაბათს კი გაუქმდა." - განაცხადა ვან გაალმა.