"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლესტერის" მატჩში რადამელ ფალკაოს გოლმა ლუი ვან გაალის კმაყოფილება გამოიწვია.
"მონაკოდან" იჯარის წესით "იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ კოლუმბიელმა თავისი მეოთხე გოლი გაიტანა. მარკ შვარცერის მიერ ანხელ დი მარიას დარტყმულის მოგერიების შემდეგ რადამელი დასწრებაზე საუკეთესო იყო.
როცა ვან გაალს ჰკითხეს, მოხარული იყო თუ არა ვან პერსის გოლით, რომელმაც "ნიუკასლთან" ბოქსინგ დეიზე გამართული მატჩის შემდეგ პირველად გაიტანა, მან უპასუხა, რომ ფალკაოს გოლმა უფრო გაახარა, რომელიც კოლუმბიელისთვის 2015 წელს პირველი აღმოჩნდა.
"უფრო ბედნიერი ფალკაოს გოლით ვარ, რადგან ვფიქრობ, რობინმა უკვე გაიტანა საკმარისი გოლები. ფალკაოს უფრო სჭირდება გოლის გატანა, ვიდრე რობინს. მაგრამ საერთო ჯამში, ფანტასტიურია, რომ ორივემ გაიტანეს - ძალიან ლამაზი გოლები ძალიან სწრაფი მიწოდებით, როგორც ვან პერსის, ისე ფალკაოს გოლის შემთხვევაში ამან უდიდესი როლი ითამაშა, ასე რომ, ძალიან ბედნიერი ვარ." - განაცხადა ვან გაალმა.