დიახ, შედეგით ნამდვილად კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ის თუ როგორ ვითამაშეთ დღეს. ვცდილობდით მთელი მატჩის განმავლობაში ბურთზე კონტროლი დაგვეწესებინა, ამის ხარჯზე შეგვექმნა საგოლე მომენტები და ვფიქრობ ჩანაფიქრი გამოგვივიდა.
გოლი საკმაოდ მალე გაიტანეთ. გრძნობდით იმას, რომ შეგეძლოთ უფრო მეტის გატანა?
რა თქმა უნდა, ჩვენ გაცილებით ძლიერები ვართ. ბურთს ვაკონტროლებდით და ვქმნიდით მომენტებს. პირველი გოლის შემდეგ მეტოქე მიხვდა, რომ რაღაც უნდა შეეცვალა და ამის გამო უფრო მეტი თავისუფალი ზონა გაჩნდა, ვფიქრობ ეს შესანიშნავად გამოვიყენეთ. შესვენებამდე, იდეალური გუნდური პერფორმანსი იყო. მეორე ტაიმში ვფიქრობ სიმშვიდეს ვინარჩუნებდით, ვცდილობდით თამაშის მოკვლას, საბოლოოდ ყველაფერი გამოგვივიდა.
ვან პერსიმ გოლი თქვენი პასის შემდეგ გაიტანა. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის რობინის ჩარბენები?
ფორვარდის ჩარბენა ყოველთვის მნიშვნელოვანია. ამის გარეშე გაცილებით ნაკლები შანსი გვაქვს გოლის გატანის. ნახევარმცველებისთვის და მცველებისთვის შემტევის მიერ კარგი ჩარბენის გაკეთება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მოგეწონათ დაიმონდის სათავეში ყოფნა და ასეთი დიდი რაოდენობის პაების გაკეთება?
(იცინის) დიახ, ძალიან მომეწონა. თავისუფლად გადაადგილების საშუალება მქონდა და ვცდილობდი თამაშზე გავლენა მომეხდინა. ვფიქრობ მთელმა გუნდმა ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა.
როგორ ფიქრობთ, უახლოვდება თუ არა გუნდი იდალურ თამაშს?
მე ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ყოველ კვირას უფრო და უფრო უკეთესები ვხდებით. დღეს ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ და ახლა შემდეგისთვის მოვემზადებით.