"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა აღიარა, რომ ანდერ ერერას ძირითადში მოხვედრის შესახებ კითხვებმა ძალიან გააღიზიანა.
"რა ხდება ერერას თავს? თქვენ სულ იმ ფეხბურთელების შესახებ სვამთ კითხვებს, რომლებიც არ თამაშობენ. სამი კვირის წინ ეს იყო ფალკაო. შემდეგ იქნება იმ ფეხბრუთელზე კითხვები ვინც მომავალში ვერ მოხვდება შემადგენლობაში. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია."
"მე მოედანზე მხოლოდ 11 ფეხბურთელის გამოყენება შემიძლია."
"მე არ მაინტერესებს მისი სატრანსფერო ღირებულება და ამის განხილვა. მაგალითად პედი მაკნეირი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მისი ღIრებულება კი 0-ია. ასე რომ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს."
"მე თქვენთან ერერას გუნდში მოხვედრის საკითხის განხილვას არანაირად არ ვაპირებ."-განაცხადა ვან გაალმა