"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა დავიდ სადლერი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ლუი ვან გაალის გუნდს ბევრი გადაუჭრელი პრობლემა აქვს.
"იუნაიტედი ძალიან რთულ პერიოდს გადის და მათთვის მიმდინარე სეზონის მესამე ადგილზე დასრულება ამ გარდამავალ პერიოდში შესანიშნავი იქნება. ლუიმ უკვე ერთხელ განაცხადა, რომ ასეთი შედეგი იმის მაჩვენებელია, რომ გუნდი სწორი მიმართულებით მიდის. ყველა ეს საუბარი რა თქმა უნდა სასიამოვნო და დამამშვიდებელიც არის, მაგრამ "იუნაიტედმა" საკუთარი ზრახვები პრაქტიკაში უნდა აჩვენოს."
"ვიყოთ მართალნი, ამ ეტაპზე "იუნაიტედი" მესამე ადგილსაც არ იმსახურებს. მათ ძალიან გაუმართლათ, რომ ცხრილის ზედა ოთხეულში არიან. ახლა ვცდილობ ამ გუნდში რაიმე დადებითის პოვნას, თუმცა ეს ძალიან რთულია."
"მათ გუნდში ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დე ხეაა. იგი მართლაც შესანიშნავი და პრემიერ ლიგაში საუკეთესო კიპერია. დიდი იმედი მაქვს, რომ "იუნაიტედი" ესპანელს "რეალში" არ გაუშვებს, რადგან "ეშმაკები" მის გარეშე ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩავარდებიან."
"ძალიან გამიხარდა, რომ კლუბმა ზაფხულში ამდენი თანხა დახარჯა და ასეთი მოთამაშეები გადმოიყვანა, მაგრამ გახდა გუნდი ძლიერი? ჩვენ ძალიან გვჭირდება თავდაცვის ხაზის გაძლიერება, როგორც მინიმუმ ერთი ცენტრალური მცველით."
"3–5–2 სქემა ჩემთვის გაუგებარია. ცხადია "იუნაიტედი" ტრადიციული ტაქტიკით უფრო წარმატებულია. ჩვენ ჯერ კიდევ არ გვყავს ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც შუა სფეროს გაკონტროლებას შეძლებს. თამაში თავდასხმაში? ამით არც თუ ისე მოხარული ვარ. რადამელ ფალკაოს თამაშით ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი. ძალიან მაინტერესებს გადაიხდის თუ არა კლუბი მის გამოსასყიდ თანხას– 43 მილიონ ფუნტს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი იმედები რობინ ვან პერსიმაც არ გაამართლა."
"ვფიქრობ, გუნდს გარკვეულწილად ძლიერები სჭირდება. ასევე საჭიროა იმპულსი, რომელიც გუნდში მაქსიმალურ მუშაობას იწვევს."–აცხადებს სადლერი