თბილისი:
მანჩესტერი:
31-01-2015, 13:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1768,
კომენტარები: 6
როხო: "კარგ დონეს ვაჩვენებ"
მარკოს როხო საკუთარ თავზე საუბრობს.
როხო:
მარკოს როხო ფორმაშია, თავდაჯერებულია და მომდევნო შეხვედრისთვის ემზადება.

ტრავმის მოშუშების შემდეგ დაბრუნებისას როხომ მიმდინარე თვეში ორი მატჩი ჩაატარა და ორივე მათგანში "იუნაიტედმა" კარის "მშრალად" შენახვა მოახერხა - ქპრ-სა და "კემბრიჯის" წინააღმდეგ მატჩებში.

თავად როხო კი თავს კარგად გრძნობს და ცდილობს ყოველ მატჩში მაქსიმუმი გააკეთოს, რათა გულშემატკივართა სიყვარული დაიმსახუროს.

"ტრავმის შემდეგ ძალიან კარგად ვიმკურნალე და ვფიქრობ ახლა კარგ დონეზე ვთამაშობ.

ვცდილობ, ყოველთვის მაქსიმუმი გავაკეთო და გავუმჯობესდე. მინდა თითოეულ მატჩს მივუძღვნა საკუთარი თავი. ასევე მსურს, გულშემატკივარს ჩემი თამაშითა და მოედანზე მოქმედებით ბედნიერება მივანიჭო.

ტრავმის შემდეგ ძალიან თავდაჯერებული ვარ. ახლა უკეთ ვგრძნობ თავს, რადგან უკანასკნელ ორ მატჩში ჩვენს კარში გოლი არ გასულა. დაცვისთვის კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კარის "მშრალად" შენახვა საქმეს უფრო მიმარტივებს."
- განაცხადა როხომ.

როხოს მიაჩნია, რომ შაბათს "ლესტერთან" მატჩი დამატებით მნიშვნელობას ატარებს, რამეთუ წინა საშინაო შეხვედრაში "იუნაიტედი" დამარცხდა.

"გამარჯვება ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა გაცილებით მნიშვნელოვანია, რადგან წინა მატჩში წავაგეთ. იმედი გვაქვს, გამარჯვებას მოვიპოვებთ, რადგან ბოლო დროს კარგი შედეგები გვქონდა და თანაც გამარჯვება ყველას სურს." - დაასრულამ არგენტინელმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
31 იანვარი 2015 14:05
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ძალიანაც კარგი მომწონს ამის თამაში მომავალში იმედია უფრო გამოასწორებს თამაშს
0
№2
ავტორი: gilmour
31 იანვარი 2015 14:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
მე მაინც ამას ვხედავ ძირითადში, სხვა ცოცხალ მკვდრებს ეს ჯობს. მაქსიმუმი თუ აჩვენა, დაგვანახებს რომ ბევრი შეუძლია.
0
№3
ავტორი: RojoDiablo
31 იანვარი 2015 15:59
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
როხო თუ ერთ-ერთი საუკეთესო არ გახდება ნახავთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: GeorgeBest
31 იანვარი 2015 16:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მინდა ამის და ჯონსის დუეტმა გაამართლოს მარა ჯერ არაფერი ეტყობათ

ვინც გვყავს ყველას ისევ ეს მირჩევნია და ბოლო თაამაშებში უკეთესად გამოიუ
ყურება
0
№5
ავტორი: AkkRed
31 იანვარი 2015 22:14
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
როგორ გამოასწორა ამან თამაში საღოლ როხიტო love
0
№6
ავტორი: batumski
1 თებერვალი 2015 00:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 132
მიდი მარკოს მოუმატე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ There are Good Football teams and there are Great Football teams, then of course there is Manchester United
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top