ლუი ვან გაალი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ჯერ კიდევ გასართობი საგანია, მაგრამ სურს, რომ "წითლებმა" რაც შეიძლება მეტი გოლი გაიტანონ, რათა კრიტიკოსები დაადუმონ.
უაკანსკნელ 6 შეხვედრიდან "წითელმა ეშმაკებმა" სამი მატჩი "დეზების", "წმინდანებისა" და "კემბრიჯის" წინააღმდეგ გოლის გატანის გარეშე დაასრულეს, რის გამოც მათ თამაშს მოსაწყენი და ნელი უწოდეს.
მაგრამ ვან გაალმა ამას თავისი ახსნა მოუძებნა და განაცხადა, რომ ფული თავის ფასს ვერ ამართლებს.
"ბევრი საკამათო მომენტი ნახეთ საჯარიმოში, როცა პენალტს არ გვინიშნავდნენ. შემიძლია მინიმუმ 10 საკამათო მომენტი მოვიყვანო, ამიტომ არ გეთანხმებით, როცა ამბობთ, რომ ცოტა საგოლე მომენტებს ვქმნით.
ბოლო მატჩებში ჩავფლავდით, რადგან, რა თქმა უნდა, გოლები ყველაზე მნიშვნელოვანია და გულშემატკივარიც სწორედ გოლისგან იღებს სიამოვნებას. ასე რომ, როცა ბევრი გოლი ვერ გაგვაქვს, ვერც თქვენ იღებთ სიამოვნებას.
მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრი ისეთი ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც თვალწარმტაცად თამაშობენ, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ საკმარისად სანახაობრივები არ ვართ. მაგრამ უფრო მეტი გოლის გატანა უნდა შევძლოთ. თუ ბოლო მატჩებს გადახედავთ, დაინახავთ, რომ ისინი განსაკუთრებული იყო, ინგლისის თასზე გასვლით მატჩში ვთამაშობდით, "საუთჰემპტონი" კი ძალიან კარგი და ორგანიზებული გუნდია, ასე რომ, არაფერია უცნაური იმაში, რაც ხდება, მაგრამ ჩვენი შეტევითი ორგანიზაცია უნდა გავაუმჯობესოთ.
ვფიქრობ, ცუდი მატჩებიც გვითამაშია და ძალიან კარგიც. მაგალითად, "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ კონტროლირებადი მატჩი ჩავატარეთ და ვფიქრობ, ეს კარგი გუნდია.
უკეთესები ვიყავით, უფრო მეტ შანს ვქმნიდით, მაგრამ დიახ, ვერ გამოვიყენეთ, მათ კი ერთი შანსით ისარგებლეს, შესაძლოა არა შანსით, არამედ ჩვენი დაცვის შეცდომით. ეს ფეხბურთია და სწორედ ის არის, რაც ჟოზე მოურინიომ თქვა. ფეხბურთის სილამაზეც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ უკეთესი გუნდი ყოველთვის ვერ იმარჯვებს.
ჩვენ მოვიგეთ "არსენალთან" გასვლით შეხვედრაში და ასევე "საუთჰემპტონთან", მაგრამ უკეთესი გუნდი არ ვყოფილვართ, დანარჩენ ყველა შეხვედრაში კი უკეთესები ვიყავით.
შესაძლოა "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ 50/50 იყო, მაგრამ ყველა დანარჩენ შეხვედრაში უკეთესები ვიყავით და უფრო მეტ მომენტს ვქმნიდით, მაგრამ შანსების გამოყენება ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ითვლება გოლები და არა შანსები." - განაცხადა ვან გაალმა.