"მანჩესტერ იუნაიტედის" ძველ ფეხბურთელს მიქაელ სილვესტრეს სურს, რომ პრემიერლიგაში დაბრუნდეს.
სილვესტრე რამდენიმე წლის წინ "იუნაიტედიდან" წავიდა, კერძოდ იგი გერმანულ "ვერდერში" გადაბარგდა. ამის შემდეგ, ფრანგი მცველი თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა ბრემენიდან და ახლაც ეძებს კლუბს.
როგორც სილვესტრემ სულ ცოტა ხნის წინ "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ საიტს გაუკეთა ინტერვიუ, მას სურს, რომ სერ ალექს ფერგიუსონის ნდობა დაიბრუნოს და დაარწმუნოს, რომ "ოლდ ტრაფორდზე" თამაშის ღირსი კიდევ არის.
"მე აქ რამდენიმე კვირის წინ ჩამოვედი, უკვე ვესაუბრე სერ ალექსსაც, ასევე დავესწარი "მანჩესტერის" მატჩსაც".-ამბობს სილვესტრე.
"ჩემი აზრით მე კიდევ შემიძლია ჩემი შესაძლებლობების გამოყენება, ამიტომაც მსურს, რომ ამ ასაკშიც ვითამაშო პრემიერლიგაში".-დაასრულა ინტერვიუ 35 წლის ფეხბურთელმა.
ცნობისთვის გეტყვით, მიქაელ სილვესტრემ უკვე გუნდთან ერთადაც ჩაატარა ვარჯიში.