"საუთჰემპტონის" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ ნათანაელ კლაინის ტრანსფერის თაობაზე "იუნაიტედისგან" შეთავაზება არ მიუღია.
კლაინს, რომელსაც "წმინდანებთან" კონტრაქტის ვადა მალე ეწურება, "ოლდ ტრაფორდს" აქტიურად უკავშირებენ.
"საუთჰემპტონის" ხელმძღვანელობა ინგლისელთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს კვლავ აწარმოებს. ჰოლანდიელმა მენეჯერმა კი ყველა ჭორი უარყო და განაცხადა, რომ კლაინის შესაძენად მათ "იუნაიტედისგან" შემოთავაზება არ მიუღია.
"ნათანაელის შესახებ ძალიან ბევრი დაიწერა, თუმცა შემოთავაზება არც ერთი კლუბისგან არ მიგვიღია."
"ახალ კონტრაქტზე ჯერ-ჯერობით არაფერი ახლის თქმა არ შემიძლია."- განაცხადა კუმანმა