Sky Sports-ის ექსპერტი, პოლ მერსონი "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლესტერ სიტის" დაპირისპირების შესახებ საკუთარ აზრს გამოთქვამს.
"თუ "ლესტერი" ამ მატჩს თავდაჯერებულად შეხვდება, დარწმუნებული ვარ ისინი "იუნაიტედს" კარგ თამაშს შესთავაზებენ. მოდით ვიყოთ გულახდილები, "იუნაიტედი" ამ სეზონში არც თუ ისე კარგად გამოიყურება და სამი მცველით თამაში ნამდვილად არ მუშაობს."
"ვფიქრობ დევიდ ნიუჯენტი გოლს გაიტანს და საკუთარ ჩვეულ თამაშს გააგრძელებს."–აცხადებს მერსონი.