ლუი ვან გაალმა რობინ ვან პერსი ფორმის დაკარგვის გამო დაიცვა და განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები თავად უნდა დაეხმარნონ ვან პერსის საკუთარი თავის პოვნაში.
მიმდინარე კვირაში რობინმა განაცხადა, რომ ის თავისი შედეგებით უკმაყოფილოა, რამეთუ ბოლო 6 შეხვედრაში მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო მთელ სეზონში რვის.
შედეგად, ვან პერსი შიშობს, რომ ვერ მიიღებს ახალ კონტრაქტს, რომელიც 18 თვეში იწურება.
მაგრამ ვან გაალმა ხალხს თავისი თანამემამულისკენ თითის გაშვერა აუკრძალა და განაცხადა, რომ მისი შედეგები გუნდებიდან და თანაგუნდელებიდან გამომდინარეა.
როცა ჰკითხეს, რატომ ვერ აჩვენებდა ვან პერსი კარგ სეზონს, ლუიმ უპასუხა: "იმიტომ, რომ ისეთი გუნდების წინააღმდეგ ვთამაშობდით, რომლებიც დაცვის სიღრმეში მცირე სივრცეებს ტოვებენ, 10 კაცით იცავენ თავს, ასეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში კი ყოველთვის რთულია."
მაღალ ტემპში ძალიან სწრაფად უნდა ვითამაშოთ და ოპონენტის დეორგანიზაციას მხოლოდ ამის შემდეგ მოვახდენთ. ჩვენი სისწრაფე უნდა გავაუმჯობესოთ."