"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველს, მარკოს როხოს სჯერა, რომ დღევანდელ შეხვედრაში მისი გუნდი სეზონის ყველაზე მტკივნეული მარცხის სირცხვილს ჩამოირეცხავს.
მარკოს როხო დღეს თავის თანამემამულეს, გილერმო ულოას დაუპირისპირდება და შეეცდება გოლის გატანის საშუალება არ მისცეს.
ულოამ ინგლისის თასზე "ტოტენჰემის" კარში 83-ე წუთზე ანგარიშის გამათანაბრებელი გოლი გაიტანა, ხოლო პირველი წრის მატჩში "იუნაიტედს" დუბლი შეუსრულა.
"რთული მატჩი იყო. ასევე ძალიან უცნაური. 3-1 ვიგებდით და ძალიან კომფორტულად ვგრძნობდით თავს - შემდეგ მათ პენალტი მიიღეს, ანგარიში 3-2 გახადეს, რითაც მატჩში დაბრუნდნენ და ჩვენთვის ყველაფერი გაართულეს. მატჩი დასრულდა და ჩვენ დავმარცხდით, რამაც სიმართლე გითხრათ, საშინლად დაგვაზიანა."
ულოას შესახებ კი მარკოსმა განაცხადა: "არგენტინელი ფეხბურთელები ყოველთვის ბოლომდე იხარჯებიან და ვფიქრობ, ის სწორედ ასეთი მოთამაშეა."
"ძალიან ძლიერი და ძალიან კარგია საჰაერო ორთაბრძოლაში. უნდა ვეცადოთ და "ლესტერს" ჩაწოდებები მოვუსპოთ, მაგრამ თუ მაინც მოახერხებენ, ულოასთან რაც შეიძლება ახლოს უნდა ვიყოთ. მისი კონტროლი აუცილებელია, რადგან ჰაერში შესანიშნავად მოქმედებს."