Daily Star-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით "მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ბელგიელი ნახევარმცველის რაჯა ნაინგოლანის შეძენით ინტერესდება.
"ეშმაკები" ბელგიელის სანაცვლოდ მზად არიან "რომაელებს" 30 მილიონი ფუნტი გადაუხადონ.
გარდა ნაინგოლანისა, ვან გაალი "რომას" ჰოლანდიელი ნახევარმცველის კევინ სტროოტმანის შეძენასაც აპირებდა, თუმცა მისი "ოლდ ტრაფორდზე" გადმოსვლა მუხლის ტრავმის შემდეგ ძალიან შემცირდა.
თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ "კალიარის" ყოფილი ფეხბურთელის შეძენაში "იუნაიტედს" "სიტისა" და ლონდონის "არსენალის" სახით სერიოზული კონკურენტები ჰყავს.
ვან გაალი ფლეთჩერისა და ანდერსონის წასვლის შემდეგ, ნახევარმცველის პოვნას შეუდგება. ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი სწორედაც რომ ბელგიელია. იგი "რომას" 2014 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა და 31 ჩატარებული თამაშიდან 5 გოლის გატანა შეძლო.