თბილისი:
მანჩესტერი:
30-01-2015, 19:55
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2125,
კომენტარები: 8
ტრანსფერები აღარ იქნება
ჰოლანდიელი იანვრის სატრანსფერო ბაზრის შესახებ საუბრობს.
ტრანსფერები აღარ იქნება
ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ კლუბი იანვარში არავის დაიმატებს. ასევე ჰოლანდიელმა დარენ ფლეთჩერის წასვლაც დაადასტურა.

"ორი კვირის წინ მე უკვე ვისაუბრე იმაზე, რომ ტრანსფერები არ იქნება, თუმცა ყოველდღე გაზეთებიდან ვიგებ, რომ ჩვენ თურმე მოთამაშეებით ვინტერესდებით. მე ჯერ–ჯერობით არცერთი მოთამაშის შეძენას არ ვაპირებ. მე ვთქვი, რომ ჩვენ შესაძლოა, მხოლოდ ფეხბურთელები გავყიდოთ ან გაუშვათ, მაგრამ არ მიჯერებთ."

ერთ–ერთი წასვლის კანდიდატი "მანჩესტერ იუნაიტედის" შოტლანდიელი ვეტერანი ნახევარმცველი დარენ ფლეთჩერია. 30 წლის შოტლანდიელმა "ვესტ ჰემში" გადასვლის ნებართვა მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელს "ეშმაკებთან" კიდევ 6 თვე აკავშირებს.

"ახლა ის "ვესტ ჰემშია". ფლეთჩერი ჩემი მესამე კაპიტანი და გასახდელში მნიშვნელოვანი ფიგურაა. მე ძალიან მომწონს დარენი, როგორც ადამიანი და ასევე როგორც ფეხბურთელი, თუმცა ის დღეს არც თუ ისე კარგად თამაშობს, რაც ყველაზე მთავარია."

"მას მუდმივად თამაში ურჩევნია, ამიტომ ჩვენ დარენს დავეხმარეთ. ეს ჩვენთვის დანაკარგია, თუმცა "ვესტ ჰემი" მისი სახით მნიშვნელოვან ფეხბურთელს დაიმატებს."
–განაცხადა ლუიმ Manchester Evening News–თან

წყარო: Fapl.ru
ახალი ამბები, ტრანსფერები
8 კომენტარი
№1
ავტორი: love united
30 იანვარი 2015 20:03
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ხო, არ გვინდა არავინ ისე გვაქვს საქმეები აწყობილი/
0
№2
ავტორი: GeorgeBest
30 იანვარი 2015 20:06
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არც მქონდა იმედი რომ რამე სერიოზული ტრანსფერი გაიჩარხებოდა. ისევ ახალგაზრდების დამატებას აზრი არ აქვს, ამ ჰუმელსს გადავყევით და იმედია ზაფხულში მაინც მოვა

ფლეთჩერისთვის ვეტ ჰემი მშვენიერი ვარიანტია
0
№3
ავტორი: Macklemore
30 იანვარი 2015 22:42
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
მოთამაშეა 200, ტრანსფერი არარი!
0
№4
ავტორი: RojoDiablo
31 იანვარი 2015 08:43
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მე ვთქვი, რომ ჩვენ შესაძლოა, მხოლოდ ფეხბურთელები გავყიდოთ ან გაუშვათ, მაგრამ არ მიჯერებთ."


გასაშვებსაც არ უშვებ და ეგაა საქმე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Lee Sharpe
31 იანვარი 2015 09:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
როგორ გეკადრება ლუი, ელ ფუტურიც გვეყოფა. შენ და 3-5-2 იყავით კარგად თორე ჩვენ რა გვიჭირს facepalm
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
31 იანვარი 2015 10:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
წარმატებები დარენს love
0
№7
ავტორი: DiMaria
31 იანვარი 2015 11:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
არ იქნება თუ ვერ იქნება.
0
№8
ავტორი: Mufc7
31 იანვარი 2015 11:52
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მე ვთქვი, რომ ჩვენ შესაძლოა, მხოლოდ ფეხბურთელები გავყიდოთ ან გაუშვათ, მაგრამ არ მიჯერებთ.

დე ხეა ამ ფეხბურთელთა სიაში არ შედის იმედია areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top