თბილისი:
მანჩესტერი:
30-01-2015, 17:57
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 1973,
კომენტარები: 9
კერიკის ტრავმა სერიოზულია
რამდენს იუქმებს ინგლისელი?
კერიკის ტრავმა სერიოზულია
"მანჩეტსერ იუნაიტედის" არხ MUTV-თან ინტერვიუში ვან გაალმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელი ნახევარმცველი კუნთის დაზიანების გამო დაახლოებით ოთხ კვირას გამოტოვებს.

ამრიგად, კერიკი "ეშმაკებს" შაბათს "ლესტერის" წინააღმდეგ გასამართ მატჩში ვერ დაეხმარება. ინგლისელი ასოციაციის თასის განმეორებით მატჩს, "კემბრიჯის" წინააღმდეგ გამოტოვებს. ასევე გუნდს ვერ დაეხმარება :"ვესტ ჰემის" "ბარნლის", "სუონსისა" და "სანდერლენდის" წინააღმდეგ მატჩებში.

ლუი ვან გაალმა ეშლი იანგის ტრავმაზეც ისაუბრა. ჰოლანდიელის თქმით ინგლისელი ვინგერი მოედანს მალე დაუბრუნდება.

"ამ დროისათვის არც თუ ისე ბევრი ტრავმირებული გვყავს. ეშლი იანგი ბრუნდება, ხოლო მის ნაცვლად ლაზარეთს მაიკლ კერიკი შეუერთდა, ასე რომ იგი ხვალინდელ მატჩს გამოტოვებს. ის ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ვფიქრობ, იგი დაახლოებით ოთხ კვირას გამოტოვებს. ასე რომ, ეს არ შეიძლება უმნიშვნელო ტრავმად ჩაითვალოს. სხვა საკითხებთან ერთად იგი "იუნაიტედის" ვიცე კაპიტანია, მაგრამ ეს მწვრთნელის საკითხია განსაკუთრებით ამ სეზონში, როცა ჩვენ ამდენი ტრავმირებული გვყავდა. ასე რომ, დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გვირაბის ბოლოს ნამდვილად არის სინათლე."-განაცხადა ვან გაალმა

წყარო: Manutd.ru
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
30 იანვარი 2015 18:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ცუდი ამბავია ნამდვილად, არადა კარგ ფორმაში იყო და გუნდს მაქსიმალურად ეხმარებოდა sad
0
№2
ავტორი: Jorbe-Jorbe
30 იანვარი 2015 19:53
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ერერა ბლინდი ცენტრში...
0
№3
ავტორი: GeorgeBest
30 იანვარი 2015 19:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იანგმა არ იჩქაროს დაბრუნება love
0
№4
ავტორი: Rosso Diavolo
30 იანვარი 2015 20:09
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ძაან დაგვაკლდება :/
0
№5
ავტორი: love united
30 იანვარი 2015 20:40
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მდაა, დაგვერხა.
0
№6
ავტორი: batumski
30 იანვარი 2015 21:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 132
ესღა გვაკლდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ There are Good Football teams and there are Great Football teams, then of course there is Manchester United
№7
ავტორი: Goginashvili777
30 იანვარი 2015 22:03
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
gun2 იეს !! ჩემი შავტუხაა ბრუნდება ! მომენატრა ეგ ოხერი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№8
ავტორი: RojoDiablo
31 იანვარი 2015 08:44
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ფელაინი და ბლინდი დააყენოს. ნუ არბენინებს დეილის მარცხნივ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: DiMaria
31 იანვარი 2015 11:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მაგარი გამიტყდა. ახლა ამის დრო იყო?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top