თბილისი:
მანჩესტერი:
30-01-2015, 21:20
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 1910,
კომენტარები: 0
"კუადრადო დიდი არჩევანის წინაშე დგას"
კასკარინო და უოლში კუადრადოზე საუბრობენ.
ტონი კასკარინო და პოლ უოლში მიიჩნევენ, რომ ამ მომენტში ხუან კუადრადო დიდი არჩევანის წინაშე დგას. მან ორ კლუბს "ჩელსისა" და "იუნაიტედს" შორის ერთ–ერთი უნდა აარჩიოს.

"კუადრადო დიდი არჩევანის წინაშე დგას, მან ორ კლუბს შორის ერთ–ერთი უნდა აირჩიოს, თუმცა ჩემი აზრით უფრო მიმზიდველ ვერსიად "იუნაიტედი" მიმაჩნია. ამ გუნდს მდიდარი ისტორია და წარმატება აქვს. კოლუმბიელის გაფორმებით დარწმუნებული ვარ, ისინი ჩემპიონთა ლიგაზე აუცილებლად დაბრუნდებიან. ასევე მჯერა რომ, მომდევნო სეზონში ლუი ვან გაალი საინტერესო გუნდს შემოგვთავაზებს, როდესაც მანჩესტერელები საუკეთესო ფორმაში არიან, მათზე და "ბლანკოსზე" უკეთესი არავინ მეგულება ."– ციტირებს skysports "სიტის", "ლივერპულისა" და "ტოტენჰემის" ყოფილი თავდამსხმელის პოლ უოლშის სიტყვებზე.


"რასაც პოლი ამბობს, ეს ყველაფერი "იუნაიტედის" წარსულს უკავშირდება. თუნდაც სერ ალექსის კარიერის ბოლო წლებში "იუნაიტედი" წარმატებული არ იყო. ჩემი აზრით ყველაზე პრიორიტეტულ გუნდად "ჩელსი" გამოიყურება. სავარაუდოდ ისინი ამ სეზონში ინგლისის ჩემპიონები გახდებიან და ფინანსურად მათი შეთავაზება საინტერესო და მიმზიდველი იქნება."–აცხადებს "ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი ტონი კასკარინო

წყარო: Redevils.ru
სიახლეები
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top