პოლ პოგბას აგენტმა მინო რაიოლამ აღნიშნა, რომ მისმა კლიენტმა უახლეოს მომავალში შესაძლოა ტურინული კლუბი დატოვოს.
"პოლი ნამდვილად დატოვებს "იუვენტუსს" იმ შემთხვევაში, თუ მას კარგ თანხას შესთავაზებენ. ამჟამად მისი ღირებულება იმდენია, რამდენიც სხვა მსოფლიო დონის მოთამაშეების ფასი. ვფიქრობ, მისი ღირებულება 100 მილიონ ევროს შეადგენს."
"მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა -კარგია თუ გაყიდი რამეს და ინანებ მის დაკარგვაზე და არა იმაზე, რომ მისი გაყიდვის შანსი მოგეცა და ეს არ გამოიყენე. ვფიქრობ, პოგბაში გადახდილი თანხით "იუვენტუსი" კარგ გუნდს ააშენებს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება შეეძლება. ერთადერთი რაც მინდა ეს პოლის პროგრესია. დარწმუნებული ვარ, პაველ ნედვედივით "ოქროს ბურთის" მფლობელი პოგბაც გახდება."
"იუვენტუსში" მოხვედრამდე, ფრანგის შეძენით "მილანი" და "ინტერი" იტნერესდებოდნენ, თუმცა პოგბამ ტურინული კლუბი, კარგი პირობებისა და რეგულარული სათამაშო პრაქტიკის გამო არჩია."-განაცხადა რაიოლამ