თბილისი:
მანჩესტერი:
30-01-2015, 14:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2297,
კომენტარები: 5
პოლ სქოულზის გრაფა
პოლ სქოულზის ყოველკვირეული გრაფა.
პოლ სქოულზის გრაფა
რონალდუს ყოველთვის ხვდებოდა, როცა ინგლისში თამაშობდა

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში ვიყავი იმ დღეს, როცა კრიშტიანუ რონალდუ "პორტსმუტთან" მატჩში რიჩარდ ჰიუზთან ჩხუბის გამო გააძევეს - 2007 წელი.

როგორც ბევრ დიდებულ ფეხბურთელს, რონალდუს მოწინააღმდეგისგან ხშირად ხვდებოდა ფეხებში და მშვიდად რეაგირებდა ამაზე და მატჩს აგრძელებდა. მაგრამ როგორც თითოეულ ჩვენგანს, მასაც აქვს მოთმინების ფიალა და როგორც ჩანს "კორდობას" წინააღმდეგ მატჩში აევსო.

პოლ სქოულზის გრაფა


როცა "მანჩესტერ სიტის" ვეთამაშებოდით, ბენ ტეტჩერთან და მაიკ ბოლთან ორთაბრძოლის დროს ძალიან უჭირდა. სწორად მოიქცა, რომ არავითარი რეაქცია არ ჰქონია. ისეთ ფეხბურთელებს, როგორიც კრიშტიანუა ახლა ჯარიმებისგან იცავენ - დღეები, როცა საუკეთესო ფეხბურთელს ფეხის მოსატეხად დასდევდნენ, საბედნიეროდ, უკან დარჩა.

მაგრამ ეს ყველაფერი იმას გვიჩვენებს, რომ მუდმივად წესების დარღვევის ფონზე საუკეთესო ფეხბურთელიც კი გამოდის მწყობრიდან.

"ჩელსის" დაწევა ჯერ კიდევ შეიძლება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ "სიტის" მოუგებენ

"სტემფორდ ბრიჯზე" "მანჩესტერ სიტის" ვიზიტი საჩემპიონო მატჩად არის აღქმული, მაგრამ ამას არ ვეთანხმები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ "ჩელსი" მოიგებს და 8 ქულიან უპირატესობას მიიღებს, არ ვფიქრობ, რომ ასეთი უპირატესობის აღმოფხვრა შეუძლებელია.

"სიტი" ძალიან ძლიერად გამოიყურებოდა, შემდეგ კი "ევერტონს" ფრე ეთამაშეს, "არსენალთან" დამარცხდნენ, "მიდლსბორსთან" ინგლისის თასზე წააგეს. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, არ გამიკვირდება თუ "ჩელსის" გადაასწრებენ.

მეფიქრება, რომ როცა სერხიო აგუერო დაბრუნდება, ოპტიმალური ფორმის აღდგენისთვის 5-6 კვირა დასჭირდება. იაია ტურე - "სიტისთვის" დიდი დანაკლისია, განსაკუთრებით, როცა სახლში თამაშობენ და არა ტოპ-კლუბების წინააღმდეგ გასვლაზე. აგუეროსა და დავიდ სილვას "ჩელსის" დაცვისთვის დიდი თავსატეხის გაჩენა შეუძლიათ.

ნეტბოლი - შესანიშნავი თამაშია... "იუნაიტედთანაც" კავშირშია

ორშაბათს ნეტბოლის ადგილობრივი გუნდის თამაშზე ფოტო გადამიღეს: "მანჩესტერ ტანდერი" "სარეი შტორმს" ეთამაშებოდა და გაიმარჯვა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ნეტბოლს ხშირად ვუყურებ. ჩემი 13 წლის ქალიშვილი სპორტის ამ სახეობით ძალიან გატაცებულია. მეც მომწონს. მანკუნიანელები სუპერლიგის ჩემპიონის ტიტულს თმობენ, ხოლო კლუბის დირექტორი ტრეისი ნევილი, გარისა და ფილის და გახლავთ.

ძალიან ტექნიკური სპორტია. სისწრაფე უდიდესი, ხოლო მოთამაშეები შესანიშნავ ფორმაში უნდა იმყოფებოდნენ. არ გეგონოთ ნეტბოლში ბრძოლა არ არის.

წყარო: carrick.ru
სქოულზის გრაფა
5 კომენტარი
№1
ავტორი: batumski
30 იანვარი 2015 14:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 132
დავგუგლე ეხლა ეს ნეტბოლი და მაგარი ვიცინე lol ეს რა უბედურებაა lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ There are Good Football teams and there are Great Football teams, then of course there is Manchester United
№2
ავტორი: RojoDiablo
30 იანვარი 2015 15:26
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687


ამათ უყურებ არა პოლ? შე ცუღლუტო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: GeorgeBest
30 იანვარი 2015 16:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დღეები, როცა საუკეთესო ფეხბურთელს ფეხის მოსატეხად დასდევდნენ, საბედნიეროდ, უკან დარჩა


პრემიერ ლიგაში კი wink
0
№4
ავტორი: AkkRed
30 იანვარი 2015 17:32
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ჩვენზეც გეთქვა ერთი ორი სიტყვა რა
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
30 იანვარი 2015 19:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ნეტბოლი კაი რაღაცააა ხო იცი... good2
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top