თბილისი:
მანჩესტერი:
30-01-2015, 10:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2155,
კომენტარები: 5
პერეირა პსჟ-ში?
ანდრეას პერეირას პსჟ-ში სურს.
პერეირა პსჟ-ში?
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ნახევარმცველი, ანდრეას პერეირა ზაფხულში პსჟ-ში გადასვლით ინტერესდება.

19 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება და "წითელი ეშმაკების" მხრიდან ახალი შეთანხმების შეთავაზება ნაკლებად სარწმუნოა.

პერეირას შეუძლია მოლაპარაკებები აწარმოოს გუნდებთან, რომლებიც მის პოტენციურ დამსაქმებლად გვესახებიან, მაგრამ ასეთმა გუნდებმა კონტრაქტის გამოსყიდვისთვის კომპენსაცია უნდა გადაიხადონ.

ითვლება, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის რბოლაში პსჟ ლიდერობს და პერეირას მამა, რომელიც ამავდროულად ფეხბურთელის აგენტია, აცხადებს, რომ პარიზში გადასვლა მისი შვილისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

"პსჟ? რა თქმა უნდა, ამ ჭორის შესახებ ჩვენც გავიგეთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ამჟამად კონტაქტზე არ გამოსულან და არც ის ვიცით, მიმართეს თუ არა "მანჩესტერ იუნაიტედს.

მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემს შვილს თამაში და პროგრესირება სურს, ახლა კი ასე არ ხდება. "იუნაიტედი" მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია, მაგრამ არც პსჟ იქნება პერეირასთვის ცუდი. რა ღირს? ამის თქმა რთულია. მისი კონტრაქტი წელიწადნახევრის შემდეგ იწურება და ეს იმაზეა დამოკიდებული, მოისურვებს თუ არა "იუნაიტედი" მის გაყიდვას ახლა."
- განაცხადა პერეირას მამამ.

წყარო: manutd.ru
ახალი ამბები, ტრანსფერები
5 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
30 იანვარი 2015 10:39
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
თქვენ ხო არ უჟღუილებთ?

ამას მირჩევნია ვალენსია იანგი ნანი ერთად გაუშვათ და ეს დამიტოვოთ
0
№2
ავტორი: Berba 9
30 იანვარი 2015 12:48
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
არანაირი პსჟ, დაეტიე სადაც ხარ და იანგს რო უხანგრძლივებთ, ამას გაუხანგრძლივოთ ის ჯობია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№3
ავტორი: Manchester_M
30 იანვარი 2015 13:15
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
თითქოს ისე ჩანს რომ ახალგაზრდებს არ აფასებენ და ძან ცუდია ბევრ ახალგაზრდას ეწურება კონტრაქტი და მალე შეთავაზებენ იმედია !!!
0
№4
ავტორი: GeorgeBest
30 იანვარი 2015 14:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
წავა ესეც პოგბასავით და ეგაა

ჯერ ადრეა შანსებზე საუბარი ისედაც მძიმე დღეშია გუნდი მარა სადაც ყველას მიეცა ესეც იმსახურებდა. ძაან მაგარია და მაგრად მევასება
0
№5
ავტორი: RojoDiablo
30 იანვარი 2015 14:22
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მერე მიაღწევს ესეც მწვერვალებს და ისევ სანანებელი გაგვიხდება. თუმცა თვითონ უკეთ იციან ალბათ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top