30-01-2015, 09:57
ნანახია: 2084,
კომენტარები: 7
ჩიჩარიტო იტალიელებს სურთ
ხავიერ ერნანდესით რომაული გუნდი დაინტერესდა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" კუთვნილებაში მყოფი ფეხბურთელით, ხავიერ ერნანდესით იტალიური გრანდი ინტერესდება.
მექსიკელი ფორვარდი ამჟამად მადრიდის "რეალში" იჯარის წესით ასპარეზობს და როგორც მოსალოდნელია, ესპანელები მას არ გამოისყიდიან.
რომის "ლაციოს" კი სურს ერნანდესი შეიძინოს და ამის გაკეთებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე ეცდება.
ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული კი არ თანხმება ჩიჩარიტოსთან განშორებას, რადგან მისი შემცვლელის საპოვნელად მცირე დრო რჩება.
რაც შეეხება ლუი ვან გაალს, ჰოლანდიელი ერნანდესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და მას მიმდინარე სეზონში აუცილებლად გაყიდის.
წყარო:
dailystar
ახალი ამბები, ტრანსფერები
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.