თბილისი:
მანჩესტერი:
30-01-2015, 09:51
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1752,
კომენტარები: 8
"სტივენეიჯის" ფეხბურთელი კარინგტონზე მიიწვიეს
18 წლის მცველი "იუნაიტედში" სინჯებზე იმყოფებოდა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" "სტივენეიჯ ბოროუს" ცენტრალური მცველით, რაიან ჯონსონით დაინტერესდა.

"იუნაიტედისა" და "სტივენეიჯის" 18 წლამდელთა მატჩში რაიანმა "წითელი ეშმაკების" სკაუტებზე შთაბეჭდილება მოახდინა, რის შემდეგაც 18 წლის მცველი კარინგტონზე სავარჯიშოდ მიიწვიეს.

ჯონსონმა საფეხბურთო "კარიერა" "ვესტ ბრომვიჩში" დაიწყო, სადაც 7 წლის განმავლობაში აკადემიაში სწავლობდა და სტიპენდიაც დაენიშნა. თუმცა სჯეროდა, რომ "სტივენეიჯში" გადასვლით თავის გამოჩენის უკეთესი შანსი მიეცემოდა და 2013 წელს სწორედ ამ გუნდში გადავიდა.

ახალმა კლუბმა რაიანს ორწლიანი სტიპენდია დაუნიშნა, მან კი მალე მოახდინა შთაბეჭდილება და პროფესიონალური კონტრაქტიც მიიღო. გასულ სეზონში რამდენიმეჯერ სათადარიგოთა სკამზეც მოხვდა, ხოლო მაისში "ბრენდფორდთან" მატჩში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.

ამგვარად, რაიანი "სტივენეიჯის" ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა - ის 17 წლისა და 215 დღის იყო. სადებიუტო შეხვედრაში ჯონსონი მარცხენა ფლანგზე თამაშობდა, მაგრამ ამის მიუხედავად მწვრთნელისგან შექება დაიმსახურა.

ამჟამად ჯონსონი კარინგტონზე იმყოფება და მას სამწვრთნელო შტაბის დასარწმუნებლად 1 კვირა მიეცა.

წყარო: dailymail
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
30 იანვარი 2015 10:02
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ახალგაზრდებს რომ ასეთ ყურადღებას აქცევენ მიხარია. მაგრამ პირველ გუნდშიც გვინდა მცველი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
30 იანვარი 2015 10:19
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

პირველ გუნდში არ გადმოვა ვითომ?
0
№3
ავტორი: RojoDiablo
30 იანვარი 2015 10:27
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
ასე მალე რად გვინდა ეს. 18 წლის ბიჭის იმედად ვიყოთ. რომ გაიზრდება მერე კი, მაგრამ ახლა გვინდა თქო ვიგულისხმე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: AkkRed
30 იანვარი 2015 10:43
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

თორე შოუ რომ გყვავს 18 წლის მაგის იმედათ არ ვართ?
0
№5
ავტორი: RojoDiablo
30 იანვარი 2015 10:48
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
შოუს გამოცდილება აქვს. ამას რა აქვს? აკადემიური ფეხბურთი, სტივენეიჯის დონე და 18 წლამდელთა გუნდი? შოუს ერთი მატჩი ინგლისის ნაკრებში უფრო მეტია, ვიდრე ამის ყველა ერთად აღებული.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: AkkRed
30 იანვარი 2015 11:00
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

მაშინ პოგბას მაგალითს მოგიყვან როგორ არ ენდეს ამ ასაკის ახალგაზრდა ბიჭს და ეხლა 80 მილიონს ვიხდით :დ ესეც მერე არ გაგვიხდეს სანანებელი
0
№7
ავტორი: RojoDiablo
30 იანვარი 2015 13:19
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
პოგბა სხვა საქმეა. მე ვიგულისხმე, რომ არ უნდა მიანდოდნ მაშინვე პირველი გუნდი, თორემ, როცა შესაბამის დონეს მიაღწევს რატომაც არა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: GeorgeBest
30 იანვარი 2015 14:05
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საინტერესოა მარა პირველ გუნდს როდის მიხედავენ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top