თბილისი:
მანჩესტერი:
29-01-2015, 16:23
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1901,
კომენტარები: 5
საა: "იუნაიტედი" სწორი მიმართულებით ვითარდება"
ლუი საა ვან გაალის გუნდის შესახებ.
საა:
ლუი საას სჯერა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ სწორი მიმართულებით ვითარდება.

გასული სეზონის შემდეგ "წითელმა ეშმაკებმა" ოთხეულში თავის დამკვირდება მოახერხეს და ამჟამად ერთ-ერთი იშვიათი ტოპ-კლუბია, რომელიც ინგლისის თასზე ასპარეზობას ჯერ კიდევ აგრძელებს.

საა თავის ყოფილ კლუბს აკვირდება და სჯერა, რომ ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ "წითლები" წარმატებას მიაღწევენ.

"ვფიქრობ, ვან გაალი ჯერ კიდევ ეძებს უძლიერეს შემადგენლობას და ერთი-ორი ფეხბურთელი აკლია. მაგრამ პოზიტივიც არსებობს: ჩვენ შესანიშნავი ფეხბურთელები ვიყიდეთ და გულშემატკივართა თვალში იმედის ნაპერწკალი გავაღვივეთ.

ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დაბრუნებაა. გასულ სეზონში გამარჯვებულის ჩვეული განწყობა გარკვეულწილად დაკარგული იყო. მიმდინარე სეზონში კი ყველაფერი გაცილებით უკეთაა, გუნდს საკუთარი ძალების სჯერა.

ახლა გარდამტეხი პერიოდი დგას და ვან გაალს გარკვეული დრო დასჭირდება, რათა საბოლოოდ შეიცნოს კლუბი, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედი" - განსაკუთრებულია. ვფიქრობ, ნებისმიერი ახალი მწვრთნელი თავდაპირველად სირთულეებს შეხვდებოდა. ვხედავ, გუნდი პროგრესირებს, მაგრამ პრემიერ ლიგის პირველ ადგილამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა.

ეს ძალიან რთული ტურნირია. კონკურენცია გაიზარდა, ახალი ძლიერი ფეხბურთელები გამოჩნდნენ. რთული გამოწვევაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ "იუნაიტედი" მალე მწვერვალზე აღმოჩნდება. გუნდის ახალი მწვრთნელი ფეხბურთს მთელი წადილით ეკიდება და იმედი მაქვს, რომ თასებს მოგვიპოვებს."
- განაცხადა საამ.

წყარო: carrick.ru
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
29 იანვარი 2015 16:50
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
სხვა აღარაფერი აღარ დაგვრჩენია. წელს ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნების იმედად უნდა ვიყოთ და მომავალში ჩემპიონობისთვის ბრძოლის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Lee Sharpe
29 იანვარი 2015 17:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
მინიმუმ მესამე და მაქსიმუმ მეორეზე გავალთ wink
კარგი ფეხბურთელი იყო საა, ფერგი თავის წიგნში დადებითად ახასიათებს
0
№3
ავტორი: GeorgeBest
29 იანვარი 2015 21:22
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჯერ რადროს ჩემპიონობისთვის ბრძოლაა. იმედია გავალთ ლიგაზე და ამ ზაფხულს ისევ მიხედავს გუნდს. ჯერ კიდევ ბევრი რამეა მოსაწესრიგებელი. არავის მოსვლა არ უშველის სანამ არ დალაგდება ყველაფერი
0
№4
ავტორი: batumski
30 იანვარი 2015 02:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 132
ჩემი აზრით გუნდს არა მხოლოდ ახალი ფეხბურთელები აკლიათ,საკუთარი თავის რწმენაც დაეკარგათ,მაგრამ დალგდება ყველაფერი

ჩემი აზრით გუნდს არა მხოლოდ ახალი ფეხბურთელები აკლიათ,საკუთარი თავის რწმენაც დაეკარგათ,მაგრამ დალგდება ყველაფერი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ There are Good Football teams and there are Great Football teams, then of course there is Manchester United
№5
ავტორი: AkkRed
30 იანვარი 2015 10:35
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
40 ქულით მეოთხე ადგილას areyoukiddingme
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top