"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონს მიაჩნია,რომ ლიონელ მესი და კრიშტიანო რონლადო ჩვენი დროის ორი უდიდესი ფეხბურთელია,მაგრამ ასევე მან განაცხადა,რომ ისინი თითქმის ერთ დონეზე არიან.დღეს ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაზე გადაწყდა,რომ ერთმანეთს ორი უდიდესი კლუბი შეხვდება.რონალდოს კიდევ ერთხელ მიეცემა შანსი "ოლდ ტრაფორდზე" ითამაშოს,მაგრამ ამჯერად უკვე მოწინააღმდეგის სტატუსით.სერ ალექსი,რომელიც არასოდეს მალავდა მის აღფრთოვანებას პორტუგალიელის მიმართ აცხადებს,რომ ლიონელ მესი და რონალდო ამ დროისათვის ერთიდაიგივე დონეზე არიან.
"ეს ორი ადამიანი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან,მაგრამ სრულიად განსხვავებულნი.ისინი უკვე დიდი ფეხბურთელები არიან.ჩვენ შეგვიძლია წინა 60 წელს გადავხედოთ,სადაც ალფრედო დი სტეფანო,ფრენც პუსკაში და ეუსებიო თამაშობდა.ასევე 70-ან წლებში იყვნენ იოჰან კრიუფი და ფრანც ბაკენფაუერი ხოლო 80-ან წლებშ იყო მარკო ვან ბასტენი.ჩემი აზრით ამჯამად ფეხბურთში არის ორი დიდი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი." - განაცხადა სერ ალექსმა.
"არამგონია ისინი თავიანთ კონკურენციაზე ზრუნავდნენ.ყველას საკუთარი კარიერა აქვს და ყველა გუნდის წარმატებისათვის იბრძვის.მე რონალდოსთან ერთად ვიმუშავე 6 წელი და ვიცი,რომ ის თავის კარიერაზე წინ გუნდის წარმატებას აყენებს." - აცხადებს ფერგიუსონი.