თბილისი:
მანჩესტერი:
29-01-2015, 15:12
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1721,
კომენტარები: 9
"ჰალს" პაუელი სურს
"ვეფხვები" პაუელით დაინტერესდნენ.
"ჰალ სიტი" ნიკ პაუელის აყვანას ეცდება.

"ვეფხვების" მთავარ მწვრთნელს სურს 20 წლის ნიკი თავისი გუნდის გასაძლიერებლად სეზონის დარჩენილ ნაწილში იჯარით აიყვანოს, რათა პრემიერ ლიგიდან გავარდნა თავიდან აირიდოს.

გამომდინარე იქიდან, რომ სტივ ბრიუსმა ზაფხულში თავისი კლუბის გაძლიერებისთვის ზაფხულში 40 მლნ. ფუნტი დახარჯა, ამჟამად შეზღუდული რესურსი აქვს. "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი კი ნიკ პაუელის თამაშს მას შემდეგ აკვირდება, რაც "ლესტერმა" ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების წევრთან ნაადრევად გაწყვიტა შეთანხმება.

ნაიჯელ პირსონის გუნდში პაუელმა მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ამის მიუხედავად ბრიუსს "ქრიუ ალექსანდრას" ყოფილი ვარსკვლავის იმედი მაინც აქვს, რამეთუ "იუნაიტედისა" და "ლივერპულის" ახალგაზრდული გუნდების მატჩზე დამსწრე სკაუტებისგან ნიკის მისამართით დადებითი შეფასებები მოისმინა.

ახალგაზრდა ფეხბურთელი "იუნაიტედში" 2012 წელს 6 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ "ქრიუ ალექსანდრადან" გადავიდა, მაგრამ მას შემდეგ მხოლოდ 13 მატჩის ჩატარება მოახერხა "წითელი ეშმაკების" რიგებში. შემდეგ კი იჯარით გაანათხოვრეს - "უიგანსა" და "ლესტერში".

წყარო: mirror
ახალი ამბები, ტრანსფერები
9 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
29 იანვარი 2015 15:13
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
იჯარით წაიყვანოს, მაგრამ შეძენით არა.
0
№2
ავტორი: DiMaria
29 იანვარი 2015 15:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ხომ არ გახსოვთ, ამან პირველი გოლი იუნაიტედში ვის გაუტანა? როგორც მახსოვს ლამაზი იყო
0
№3
ავტორი: RojoDiablo
29 იანვარი 2015 15:29
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: DiMaria
29 იანვარი 2015 15:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
RojoDiablo,
ჰოო, ჰოო. თან სადებიუტო შეხვედრაში გაიტანა. ამის მერე შემიყვარდა ეს და დამიკარგეს
0
№5
ავტორი: Lee Sharpe
29 იანვარი 2015 17:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
მერე ვერ გაამართლაო იტყვიან და მაგიტომ გავყიდეთო, როდის მისცეს შანსი
0
№6
ავტორი: GeorgeBest
29 იანვარი 2015 21:23
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მშვენიერია იჯარით თუ წავა, პრემიერ ლიგაში იქნება და სათამაშო დროც მიეცემა
0
№7
ავტორი: Donkirvala
30 იანვარი 2015 02:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 133
პორსონი მაგარი ცენზურაა ეს ყავდა გუნდში და ვარდებს და იებს ათამაშებდა ძირითადში
0
№8
ავტორი: batumski
30 იანვარი 2015 02:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 132
ამაზე ამბობდნენ მომავალი რონალდუა ხო?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ There are Good Football teams and there are Great Football teams, then of course there is Manchester United
№9
ავტორი: Berba 9
30 იანვარი 2015 12:45
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
დატანჯეს ესეც რაა, მოდის გოლს იტანს, 2 დღეში უკან უშვებენ.
ეხლაც 21 წლამდელების თამაშზე გოლი შეაგდო და კარგადაც ითამაშა, რავიცი რავიცი, ფლეთჩერის ადგილი თუ განთავისუფლდა სკამზე, შეიძლება ამისი ამოწევა და შანსის მიცემაც, თან რა ისეთი ცენტრი ჩვენ გვყავს, რომ ვერ შევცვალოთ,კაცი საყრდენიდან დაწყებული ფორვარდადაც კი დგება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top