უილფრიდ ზაჰას ვრცელი ინტერვიუ.
უილფრიდ ზაჰა ღიმილით აგრძელებს თამაშს, მას შემდეგ რა ცვილებებიც მოხდა უკანასკნელ ორ წელიწადში. ორი წლის წინ, მისმა წარმატებულმა ასპარეზობამ მისი სატრანსფერო ფასი 15 მილიონამდე გაზარდა და თავად სერ ალექს ფერგიუსონის ყურადღებაც მიიპყრო. მისი ტრანსფერი "იუნაიტედში" იანვარში შედგა, თუმცა უილფრიდი "არწივებში" სეზონის ბოლომდე დარჩა არენდის საშუალებით.
ყველასდა გასაკვირად, სერ ასექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ, შოტლანდიელის ბოლო შენაძენს არ მიენდო დევიდ მოიესი და ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე იგი "კარდიფში" გაანათხოვრა. არენდის ამოწურვის შემდეგ იგი ოლდ ტრაფორდს დაუბრუნდა, თუმცა ახალმა წინაღობამ ის ისევ მშობლიურ კლუბში, "კრისტალ პალასში" დააბრუნდა ისევ არენდის საშუალებით.
ზაჰასთვის ახალი "ერა" დაიწყო, ვინაიდან ამ ტრანსფერმა მას ახალი მუხტი გაუჩინა და დაიწყო საკუთარი თავის კარგი მხრიდან წარმოჩენა. "არწივების" ყოფილი მწვრთვნელის, ნეილ უორნოკის თქმით ზაჰასთვის ჯერ დიდი გამოწვევა იყო ოლდ ტრაფორდზე ასპარეზი, თუმცა მისმა კარგმა თამაშმა ფანებს ახალი ჩანტის შექმნის იდეა გაუჩინა. "ის ზედმეტად კარგია თქვენთვის."
"იყო თუ არა პერიოდი, როდესაც ვიფიქრე "რა უბედურება ხდება?" როგორც ფეხბურთელმა, შენ არ უნდა იფიქრო ასე და დარჩე პროფესიონალად." - აცხადებს უილფრიდი.
"ვიცოდი რომ თუ შანსი გამოჩნდებოდა უნდა გამომეყენებინა და არ უნდა ჩავჭიდებულიყავი წარსულს. მე ასეთი სტილის ფეხბურთელი არ ვარ და ვიცი რომ ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული."
"სახეზე ღიმილი დამიბრუნდა, რადგამ მოედანს დავუბრუნდი. მსიამოვნებს ფეხბურთის თამაში. ასე რომ როდესაც მოედანზე ვარ ამასთანავე ბედნიერიც ვარ. ასევე ნდობაც მნიშვნელოვანია. ამ "მოხუცმა" (იგულისხმება ალან პარდიუ) ნდობა გამომიცხადა და ყველაფერს ვაკეთებ ამ ნდობის დაფასებისთვის."ზაჰა ბედნიერია ალან პარდიუსთან მუშაობით, რომელმაც ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა შაბათს მას შემდეგ რაც ნეილ უორნოკის პოსტი დაიკავა. ზაჰამ დიდი წვლილი შეიტანა უკანასკნელ გამარჯვებაში და მის გუნდს დაეხამრა "საუთჰემპტონის" დამარცხებაში, რამაც ინგლისის თასის მეხუთე რაუნდის საგზური მოუტანა.
"ვეუბნები ჩემს თავს, თუ მოედანზე სათამაშო დროს მივიღებ, უფრო და უფრო უკეთესი უნდა გავხდე, რათა მწვრთვნელმა ნდობა გამომიცხადოს." აგრძელებს ზაჰა.
"შესაძლოა ფინტები გავაკეთო და ბურთი დავკარგო, მაგრამ შანსის მიღების შემთხვევაში ასისტის გაკეთებას ან გოლის გატანასაც ვეცდები." ზაჰას პროგრესი ორივე გუნდს "კრისტალ პალასსაც" და "მანჩესტერ იუნატედსაც" აწყობს. უილფრიდი ალბათ აღარ იგემებს პრემიერ ლიგიდან გავარდნას და ლუი ვან გაალიც დიდი სიამოვნებით იხილავდა მის გუნდში "ახალ" ზაჰას.
"მე ამაზე ვერ ვიფიქრებ მთელი დროის განმავლობაში, რადგან სხვაგან გადასვლის შანსებიც მქონდა, მაგრამ "კრისტალ პალასი" ჩემი სახლია. როდესაც აქ ვარ, საკუთარი თავის რწმენა მიბრუნდება. მთელი ცხოვრების განმავლობაში სამხრეთ ლონდონში ვცხოვრობდი და ჩემი ოჯახიც აქაა." დაასრულა ზაჰამ.
წყარო:
ESPN