თბილისი:
მანჩესტერი:
29-01-2015, 18:10
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2625,
კომენტარები: 14
"იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული
"მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგის საუკეთესო თერთმეტეული.
ოპერის მომღერალმა და "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარმა, რასელ უოტსონმა "იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო გუნდი დაასახელა.

პეტერ შმეიხელი: დე ხეა შესანიშნავად თამაშობს, მაგრამ შმეიხელი რაღაც განსხავებული იყო. ის უბრალოდ უძლეველი იყო, ხოლო დაცვის ხაზში მისი მითითებები დაუჯერებელი.

გარი ნევილი: მარჯვენა ფლანგზე გარის არჩევა ზღაპრულად ადვილია, რადგან არ ვფიქრობ, რომ ჩემი ცხოვრების განმავლობაში ამ პოზიციაზე მასზე უკეთესი ფეხბურთელი მოიძებნება. მარტინ ბუჩმანის ყურებით გავიზარდე, რომელიც ასევე მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა და კარგიც იყო, მაგრამ გარი სულ სხვაა.

იაპ სტამი: ავირჩევდი "იპ-იაპ" სტამს, გიგანტ ადამიანს დაცვის გულში. სერ ალექსმაც კი განაცხადა, რომ მას ძალიან ადრე განშორდა და ამაში ვეთანხმები. როცა ის წავიდა, დიდი სიურპრიზი გამოდგა, რადგან ჯერ კიდევ იყო ფეხბურთელი, რომელიც დიდ პატივისცემას იწვევდა და მისი დანახვისას თავდამსხმელებს შიშის ზარი ეცემოდათ.

სტივ ბრიუსი: ის გმირი კაპიტანი იყო, რომელსაც სერ ალექსის ადრეული კარიერის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის, ასე რომ, ვერ გამოვტოვებდი. მას ფანტასტიური საფეხბურთო გონება ჰქონდა და ამას ახლა მწვრთნელობის დროსაც ამტკიცებს.

დენის ირვინი: მარცხენა მცველად დენისს ავირჩევ, ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე საოცარ ფეხბურთელს, ვინც კი ოდესმე მინახავს. ის გასაოცარი მცველი იყო და ბურთით გამორჩეულ რამეს სჩადიოდა. ვფიქრობ, მრავალი ადამიანის საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდებოდა.

კრიშტიანუ რონალდუ: მას მარჯვენა შემტევ ვინგერად ვათამაშებდი. შესაძლოა ვინმემ თქვას, რომ ამ პოზიციაზე ვერ ითამაშებს, მაგრამ ვფიქრობ, მან უკვე დაამტკიცა, რომ მოედნის ნებისმიერი პოზიციიდან შეუძლია შეტევა. რონი ჩვენთვის შესანიშნავი ფეხბურთელი იყო და უკეთესია, რომ წასვლის შემდეგ კიდევ უფრო გაუმჯობესდა.

დანკან ედუარდსი: მიუხედავად იმისა, რომ მისი თამაში არასდროს მინახავს, დანკანს მოედნის ცენტრში დავაყენებდი. ჩემი დიდი ბაბუა ფეხბურთის დიდი ქომაგი იყო და ყოველთვის ამახვილებდა ყურადღებას დანკანის თამაშსა და ფეხბურთისადმი მის შეგუებულობაზე. მის შესახებ მოკვლევა ვაწარმოე და როცა გავიგე, როგორი სტილის ფეხბურთელი იყო, უბრალოდ ვერ გამოვტოვებდი.

პოლ სქოულზი: სქოულზი ედუარდსის გვერდით უნდა იყოს - ეს ნახევარდაცვის პარტნიორობას შექმნიდა არა? სქოულზი თავისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია, თუ საუკეთესო არა და მისი ხედვა არაფერს შეედრებოდა. თამაშის კონტროლის მისი უნარი დიდებული იყო და იმის გამოც უნდა შევაქოთ, რომ თავისი კარიერის გვიანდელ პერიოდშიც კი ახერხებდა ნახევარდაცვიდან კარნახს, რამეთუ ჯერ კიდევ იყო ფეხბურთელი, რომელიც საჯარიმოს გარედან უამრავ გოლს იტანდა.

რაიან გიგზი: ყველაზე ნაყოფიერი მარცხენა ვინგერი და კლუბის ისტორიაში ყველაზე დაჯილდოვებული ფეხბურთელი. რაიანი "იუნაიტედის" ნამდვილი ლეგენდაა და არ ვფიქრობ, რომ რომელიმე თერთმეტეული მის გარეშე აეწყობა. მან მოედანზე საოცარი თამაშის წლები მოგვცა და მიხარია, რომ მოედნის გარეთაც აკეთებს ამას ვან გაალთან ერთად.

ჯორჯ ბესტი: 2006 წელს ჯორჯის მემორიალის გახსნაზე ვიმღერე (სურათი). უზარმაზარი პატივი მერგო და ემოციური დღე გამოვიდა. მას რამდენიმეჯერ შევხვდი და საყვარელი, გენიალური ადამიანი იყო. ხალხს შეუძლია მისი კარიერის განმავლობაში მომხდარის შესახებ ნებისმიერი რამ თქვას, მაგრამ ფაქტია, რომ ის ბუნებრივად ყველაზე მეტად დაჯილდოვებული ფეხბურთელი იყო, რომელიც კი "იუნაიტედსა" და მსოფლიოს ოდესმე უნახავს.

ერიკ კანტონა: საფეხბურთო გენიოსი. მსოფლიოში გარკვეული ფეხბურთელები არსებობს - ზიდანი, მარადონა, პელე - ვისაც ასევე ჰქონდა თავდაჯერებულობა, ან თუნდაც თავხედობა. როცა მოედანზე ერიკი იყო, არასდროს ფიქრობდი, რომ წააგებდი. ის შთაგონება იყო.

"იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Wardell
29 იანვარი 2015 18:16
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ხოო ედვარდსის თამაში ნაკლებად მაქვს ნანახი, ამიტომ კინსაც თავისუფლად ჩავსვავდი მის ნაცვლად. კანტონას ნაცვლად ალბათ ჩარლტონიც შეიძლებოდა, თუმცა მეფე მეფობს.
0
№2
ავტორი: GeorgeBest
29 იანვარი 2015 19:06
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძნელია ვინმე ამოაგდო მარა ჩარლტონი რო არ იქნება მაგრად ტეხავს
0
№3
ავტორი: I L C
29 იანვარი 2015 19:24
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
Me Rac minaxia yvelaze kargqd am shemadgenlobit vtamashobdit
4-4-2

E.Van Der Sar
Hargvreibs
R.Ferdinand
N.Vidic
P.Evra
L.Nani
P.Scholes
R.Giggs
C.Ronaldo
W.Rooney
C.Tevez
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№4
ავტორი: Jorbe-Jorbe
29 იანვარი 2015 19:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ტევესის ნაცვლად ნისტერლოიი არაა?? I L C,
0
№5
ავტორი: Best 7
29 იანვარი 2015 20:21
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Nu charltoni unda iyos dankani martla unichieresi iyo cudia ro emsxverpla miunxenis tragedias!
0
№6
ავტორი: love united
29 იანვარი 2015 22:08
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ძაან უაზრობაა ეს საუკეთესო თერთმეტეულები, ვინც არ უნდა ჩასვა მაინც არ გამოდის კარგი ისეთები რჩებიან თერთმეტეულს გარეთ.
0
№7
ავტორი: Manchester_M
29 იანვარი 2015 23:11
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ამ თემისგან შორსაა მაგრამ რამდენი ცნობილი ადამიანის მიერ შექმნილი საუკეთესო თერთმეტეული ვნახე მაგრამ რონალდინიო არავის არ ყავს შეყვანილი :X
0
№8
ავტორი: batumski
30 იანვარი 2015 02:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 132
99 წლის გუნდი მენატრება❤
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ There are Good Football teams and there are Great Football teams, then of course there is Manchester United
№9
ავტორი: RojoDiablo
30 იანვარი 2015 09:20
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
batumski,
ფინალზე პირდაპირ ეთერში გაქვს ნაყურები?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: AkkRed
30 იანვარი 2015 10:25
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Manchester_M,

მანჩესტერში რა უნდა რონალდინიოს?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top