თბილისი:
მანჩესტერი:
29-01-2015, 08:45
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1770,
კომენტარები: 7
მილიარდი დოლარი იმპორტირებული ფეხბურთელებისთვის
ინგლისში მილიარდი დოლარი დაიხარჯა.
მილიარდი დოლარი იმპორტირებული ფეხბურთელებისთვის
ინგლისი მსოფლიოს პირველი ქვეყანაა, რომელმაც ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ფეხბურთელების იმპორტზე მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა.

The Global Transfer Market 2015-ის გამოკვლევებმა, რომლებიც ფიფა-ს სატრანსფერო სისტემათა მონაცემებზეა დაფუძნებული, აჩვენა, რომ 2014 წელს ინგლისურმა კლუბებმა უცხოელი ფეხბურთელების შეძენისთვის 1.168 მლნ. დოლარი დახარჯეს (769 მლნ. ფუნტი) - 26.5%-ით მეტი, ვიდრე 2013 წელს.

ეს თანხა 308 მლნ. ფუნტით აღემატება ესპანური კლუბების მიერ დახარჯულ თანხას და თითქმის სამჯერ მეტია, ვიდრე გერმანული კლუბების მიერ გაღებული თანხის რაოდენობა.

გარდა ამისა, ინგლისი საფეხბურთო საკომისიო აგენტების რაოდენობითაც ლიდერობს - ამას 2014 წელს 225 "შემოსული" ტრანსფერის ფონზე 57 მლნ. ფუნტი დასჭირდა.

წყარო: fapl.ru
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
29 იანვარი 2015 08:50
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ეს წელს არის ასე. წინა წლებში, დაახლოებით ორი სამის წლის წინ სხვაგვარად იქნებოდა.

ესპანეთში ვინ უნდა დახარჯოს? "ვალენსიას", "სევილიას" და მისთანა გუნდებს არ აქვს იმის ბიუჯეტი, რომ ფეხბურთელებში ათობით მლნ. იხადოს, "რეალს" და "ბარსას" კი ისეთი შემადგენლობა ჰყავს, ერთი თუ ორი ფეხბურთელი დასჭირდება მთელ სეზონში (ხანდახან ესპანელიც).

გერმანიაშიც იგივეა. "ბაიერნი" თუ იყიდის ვინმე და დიდი დიდი "ბორუსია", მაგრამ ისინიც ცოტა ფეხბურთელს.

აქ "სიტია", "ჩელსია", "იუნაიტედია" - სამივე გუნდს აქვს დიდი ბიუჯეტი და სჭირდებოდა ფეხბურთელები. მომავალში არ იქნება ასე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
29 იანვარი 2015 11:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
წელს რაც ფული დაიხარჯა პრემიერ ლიგაში არ მიკვირს.
0
№3
ავტორი: Mufc7
29 იანვარი 2015 11:54
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ეს ამდენი დახარჯული თანხა თამაშის ხარისხზე აისახოს,ჯობია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
29 იანვარი 2015 12:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
RojoDiablo,
კი ეგრეა დუმბო, მაგრამ მიუხედავად ამდენი დახარჯული ფულისა ლიგაზე ინგლისური კლუბები ვერ ბრწყინავენ, ნუ ჩელსის თუ არ ჩავთვლით.
0
№5
ავტორი: AkkRed
29 იანვარი 2015 15:17
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
დიდი ჩემპიონატია და დიდი თანხების ხარჯვას ითხოვს
0
№6
ავტორი: Jorbe-Jorbe
29 იანვარი 2015 19:17
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ინგლიისი ყველაფერში პირველია
0
№7
ავტორი: GeorgeBest
29 იანვარი 2015 21:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამ ზაფხულსაც საკაიფოდ დაიხარჯება. იუნაიტედიც არ დაინანებს თანხებს წინანდელივით
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top