გარი ნევილს მიაჩნია, რომ პედი მაკნეირს "მანჩესტერ იუნაიტედში" ნათელი მომავალი ელის. ეს განცხადება ნევილმა "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" ახალგაზრდული გუნდების მატჩის შემდეგ გააკეთა, სადაც 19 წლის პედის ორ სხვადასხვა პოზიციაზე მოუხდა თამაში და გამარჯვების გოლიც გაიტანა.
მატჩის განხილვისას ნევილმა მაკნეირის შესახებ განაცხადა:
"ის კარგი ფეხბურთელია. "მანჩესტერ იუნაიტედში" "ათიანის" რანგში მივიდა და ბევრი რამ ისწავლა, როცა ძირითად შემადგენლობაში შევა მისგან ბევრს უნდა ველოდეთ.
მის კარიერაში წარუმატებელი მომენტიც იყო, როცა "საუთჰემპტონთან" მატჩში პირველივე ტაიმში შეცვალეს. მაგრამ ამას თავი დააღწია და დღეს ნამდვილად კარგი ფეხბურთელის თამაშს ვუყურებდით."
როცა სეზონის დასაწყისში "იუნაიტედი" ტრავმებმა გატანჯა, ვან გაალმა მაკნეირი პირველ გუნდში აიყვანა. მას შემდეგ პედიმ 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გარის მიაჩნია, რომ მრალფუნქციურობა მაკნეირის უპირატესობაა.
"ისეთი გოლით, როგორიც "ლივერპულთან" მატჩში გაიტანა, ნებისმიერი თავდამსხმელი იამაყებდა.
პირველ ტაიმში კარგი იყო, მეორე ტაიმში ბურთს კარგად ეპყრობოდა და როცა ცენტრში გადავიდა და საყრდენად თამაშობდა, ნათელი გახდა, რომ ის ამ პოზიციასაც ერგება."