თბილისი:
მანჩესტერი:
28-01-2015, 14:14
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1822,
კომენტარები: 8
მატა: "მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვარ"
მატა თავს ბედნიერად გრძნობს.
მატა:
ხუან მატა, რომელმაც 25 იანვარს "მანჩესტერ იუნაიტედში" ყოფნის ერთი წლის იუბილე აღნიშნა, აცხადებს, რომ თავის კლუბში ბედნიერია.

2014 წელს დევიდ მოიესის ხელმძღვანელობის ქვეშ "წითელმა ეშმაკებმა" ლონდონის "ჩელსიდან" ესპანელი ფეხბურთელი კლუბისთვის სარეკორდო თანხად, 37.1 მლნ. ფუნტად შეიძინეს.

მატა გადასვლისთანავე იქცა კლუბისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად და თავის გამოჩენაც არაერთხელ მოახერხა.

თუმცა ვან გაალის მოსვლის შემდეგ სეზონის დასაწყისში თითქოს მისი საქმე წარმატებით არ აეწყო და ხშირად სათადარიგოთა სკამზე ხვდებოდა.

მაგრამ პრემიერ ლიგის უკანასკნელი 10 შეხვედრა ხუანმა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლიც გაიტანა.

"პირადად მე თავს კარგად ვგრძნობ. ბედნიერი ვარ და ისევე ვცდილობ თამაშს, როგორც აქამდე, მინდა გუნდს ჩემი უნარით დავეხმარო.

თქვენ თვითონაც ნახავდით რამდენი მატჩი ვითამაშე, რამდენად მნიშვნელოვანი გავხდი გუნდისთვის. ვგრძნობ, რომ მნიშვნელოვანი ვარ, ბევრი მატჩი ჩავატარე, ასე რომ, ბედნიერი ვარ.

გუნდში დიდი კონკურენციაა, არა მარტო ჩემთვის, ასე რომ, მიხარია, რომ ასე ხშირად მიხდება თამაში და მინდა სეზონის დარჩენილ ნაწილში უფრო მეტ მატჩში მივიღო მონაწილეობა.

აქ ძალიან ბედნიერი ვარ. გასული წელი კლუბის ისტორიაში საუკეთესო წელი ნამდვილად არ იყო. მაგრამ პირველი დღიდან დღემდე მოხარული ვარ ქომაგების, კლუბისა და თანაგუნდელების ჩემდამი განწყობით.

რამდენიმე გოლი გავიტანე, რამდენიმე საგოლე გადაცემა გავაკეთე. მინდა ეს უფრო და უფრო მეტად შევძლო და გუნდს ტიტულისთვის ბრძოლაში დავეხმარო. ვფიქრობ, სწორედ ამას უნდა ვაკეთებდეთ."
- განაცხადა მატამ.

მატას სჯერა, რომ ლუი ვან გაალი წარმატების ფორმულას იპოვის.

"ის ცდილობს ფეხბურთელები შეამჩნიოს და გუნდის დასახმარებლად შესაფერის პოზიციაზე დააყენოს.

ჩვენ ბევრი ფეხბურთელი გვყავს და მისთვის რთულია თითოეული მათგანის გამწესება. მაგრამ ზოგიერთ შეხვედრაში შესანიშნავი ფეხბურთი ვაჩვენეთ, განსაკუთრებით ნოემბერსა და დეკემბერში."
- დაასრულა ესპანელმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: DiMaria
28 იანვარი 2015 14:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
გუნდის დასახმარებლად შესაფერის პოზიციაზე დააყენოს.


კიდევ რომ ამას ამბობენ facepalm
0
№2
ავტორი: RojoDiablo
28 იანვარი 2015 14:40
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
როცა მატას თამაში იშვიათად უწევდა, მართლა იდგა იმის საფრთხე, რომ გაეშვათ და მსურველები ასეთ ფეხბურთელს ყოველთვის ეყოლება. ძალიან არ მინდოდა, რომ წასულიყო და არც ახლა მინდა. გარდა იმისა, რომ დადებითი პიროვნებაა, ისეთი ფეხბურთელია, როგორიც მიყვარს და არ მემეტება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: GeorgeBest
28 იანვარი 2015 14:44
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დი მარია ფორვარდად და რუნი დაცვაში. იცის კაცმა ვისი ადგილი სადაა winked
0
№4
ავტორი: Berba 9
28 იანვარი 2015 14:45
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
მატა ძალიან საჭირო ფეხბურთელია, ოღონდ მოედანზე, პასი პასი პასი, მერე გრძელი პასი, ხედვა, ყველაფერი აქვს ამ პატარა კაცს და სანამ თამაშობს კარგად, მანამდე უნდა იდგეს ძირითადში, მერე უკვე შეიძლება ფიქრი, თუმცა ამის პირველივე შეცდომას არ უნდა ელოდეს ვან გაალი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№5
ავტორი: chudikone
28 იანვარი 2015 15:03
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ძააან მაგარი ათიანია, მოედანზე როა იგრძნობა კრეატივი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
28 იანვარი 2015 16:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მატა რო საჭირო ფეხბურთელია ამაზე ორი აზრი არ არსებობს და მე პირადად მჯერა რო კიდე დიდხანს იქნება მატა მანჩესტერის ფეხბურთელი love
0
№7
ავტორი: Jorbe-Jorbe
28 იანვარი 2015 21:39
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
რეალურად, პოზიციის მხრივ ეს არის იუნაიტედში მხოლოდ "შემქმენელი" და რა გაყიდვაზეა ლაპარაკი... ძალიან მაგარი ადამიანია და კარგი ფეხბურთელიაა... კარგად შეეწყო თავდასხმას და უნდა დარჩეს ჩვენთან კიდევ კაი ხანი
0
№8
ავტორი: AkkRed
29 იანვარი 2015 18:50
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
უკეთესი შეჩვევა სჭირდებათ თანაგუნდელებს ერთმანეთი და მატა უფრო უკეთესი იქნება ვიდრე დღეს არის.

0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top