თბილისი:
მანჩესტერი:
29-01-2015, 08:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1878,
კომენტარები: 7
მატა: "ოთხეულისთვის ორი გუნდი არ იბრძვის"
ხუან მატას ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას სურს.
მატა:
ხუან მატამ გასულ სეზონში "ჩელსის" დატოვებით ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება დაკარგა და "იუნაიტედის" ფეხბურთელი გახდა.

დევიდ მოიესის ხელმძღვანელობის ქვეშ "წითელმა ეშმაკებმა" ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე გასვლა ვერ მოახერხეს, მაგრამ მატა ირწმუნება, რომ მსგავსი რამ არ განმეორდება.

ესპანელი ფეხბურთელის თქმით, რომელმაც მიმდინარე სეზონში ვან გაალის გუნდში 20 მატჩი ჩაატარა და 5 გოლის გატანა მოახერხა, ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა ადვილი არ იქნება, მაგრამ "იუნაიტედმა" ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს.

"ეს იქნება ბრძოლა უკანასკნელ ტურამდე და არა მარტო ორ გუნდს შორის, არამედ სამ, ოთხ, ხუთ გუნდს შორის, რადგან განსხვავება მცირე რაოდენობის ქულებშია.

ჩვენი მთავარი მიზანი კვლავ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია, რადგან ეს კლუბი იქ ყოველთვის უნდა თამაშობდეს.

ტელევიზორით სამშაბათსა და ოთხშაბათს მატჩების ყურება რთულია. გონებაში თითოეულ ჩვენგანს ჩაბეჭდილი გვაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე უნდა დავბრუნდეთ - მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველი ტურნირია. ისევ იქ უნდა ვიყოთ.

ვიცით, რომ სეზონის რთულ პერიოდში შევდივართ. გასული თვეები, გასული 10-15 მატჩი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ვიცით, რომ კარგად უნდა ვითამაშოთ, მოვიგოთ და მივაღწიოთ იმ პოზიციას, რომელიც გამარჯვებას მოგვიტანს.

თუ გინდა სეზონის ბოლოს ტოპ-ოთხეულში იყო, თითქმის ყველა მატჩი უნდა მოიგო. "ლესტერ სიტი" იქნება თუ "მანჩესტერ სიტი", მნიშვნელობა არ აქვს. მომდევნო ექვსი ან შვიდი მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანია.

აუცილებელია კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ისეთი წაუგებელი სერია, როგორიც ნოემბრისა და დეკემბრის თვეებს შორის გვქონდა."
- განაცხადა მატამ.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
29 იანვარი 2015 08:37
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
"ლესტერ სიტი" იქნება თუ "მანჩესტერ სიტი", მნიშვნელობა არ აქვს.


მართალია წაუგებელი სერია 10-11 მატჩში გამოგვყვა, მაგრამ ეგ სტატისტიკური წარმატებაა და მეტი არაფერი. "სტოკ სიტისთან" ფრე თუ გასაგებია, "ასტონ ვილასთან" ფრე არაფრით გვეპატიება. თამაში თუ არ გამოვასწორეთ, არაფერი გვეშველება ისე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Mufc7
29 იანვარი 2015 11:11
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
"ტელევიზორით სამშაბათსა და ოთხშაბათს მატჩების ყურება რთულია. გონებაში თითოეულ ჩვენგანს ჩაბეჭდილი გვაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე უნდა დავბრუნდეთ - მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველი ტურნირია. ისევ იქ უნდა ვიყოთ."
ამიტომ მომბაძე და არ უყურო:დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: DiMaria
29 იანვარი 2015 11:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
აუ ვესტ ჰემთან მაგარი თამაში გველოდება. ეგ თუ მოვიგეთ მერე კარგად წავალთ
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
29 იანვარი 2015 12:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
აფსოლიტურად მართალს ამბობს მატა, ყველა თამაშს და ქულას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. იმედია ლესტერიდან ისევ დავიწყებთ გამარჯვებების სერიას.
0
№5
ავტორი: AkkRed
29 იანვარი 2015 18:04
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ესეთი თამაშით რომელსაც წელს მანჩესტერი აჩვენებს. მართლაც რომ საკითხავია და სანატრელია ლესტერიც არა სტოკ სიტი იყოს ვიდრე მანჩესტერ სიტი და ლესტერი
0
№6
ავტორი: Jorbe-Jorbe
29 იანვარი 2015 19:16
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
წელს მესამე ადგილი დადოს ლუიმ რაა... მაგრამ ამ თამაშით რავიიციი რავიციი
0
№7
ავტორი: GeorgeBest
29 იანვარი 2015 21:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საუთჰემპტონი მაგარ ფორმაშია და იმსახურებენ ადგილს მიუხედავად იმისა რომ ლიგაზე არ ექნებათ შანსი. მესამე ადგილი იდეალური იქნება ჩვენთვის
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top