"მანჩესტერ იუნაიტედი" დარენ ფლეთჩერს სათამაშოდ სხვა კლუბში უშვებს, მაგრამ შეთანხმების თანახმად, ის კარიერის დასრულების შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნდება.
31 წლის ნახევარმცველის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება, თუმცა "წითელი ეშმაკები" მასთან განშორებას იანვარში გეგმავენ.
მიმდინარე კვირაში დარენი ოფიციალურად გააფორმებს კონტრაქტს "ვესტ ჰემთან", რომელიც სამ წელიწადნახევარზე იქნება გათვლილი.
შოტლანდიელი ფეხბურთელი "წითლების" აკადემიის აღზრდილი და ვან გაალის გუნდის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია.
"იუნაიტედის" ხელმძღვანელობა არ აპირებს ფლეთჩერთან საბოლოო განშორებას. "წითელ ეშმაკებს" იმედი აქვთ, რომ ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ დარენი "ოცნების თეატრს" დაუბრუნდება და მწვრთნელის როლს მოირგებს.