თბილისი:
მანჩესტერი:
28-01-2015, 09:04
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1636,
კომენტარები: 5
როტუელი იჯარის წესით გაანათხოვრეს
ახალგაზრდა ფეხბურთელი ჩემპიონშიპში იასპარეზებს.
როტუელი იჯარის წესით გაანათხოვრეს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელი, ჯო როტუელი სეზონის დარჩენილ ნაწილს ჩემპიონშიპში "ბლექპულის" რიგებში იჯარის წესით გაატარებს.

20 წლის ნახევარმცველმა "წითლებთან" ერთად პირველი ვარჯიში 6 წლის ასაკში გამართა და მას შემდეგ 18 წლამდელთა გუნდის კაპიტანიც გახდა. ჯო ასევე იყო "იუნაიტედის" 21 წლამდელთა გუნდის წევრი, რომელმაც პრემიერ ლიგის ამავე დონეზე "ოლდ ტრაფორდზე" "ჩელსის" წინააღმდეგ ფინალური შეხვედრა ჩაატარა.

ეს როტუელის პირველი იჯარა გახლავთ და "ბლექპულის" მთავარმა მწვრთნელმა, ლი კლარკმა მის შესახებ განაცხადა: "ჯო არის ფეხბურთელი, რომელსაც გარკვეული ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით და მოხარული ვარ, რომ შეთანხმება შედგა. ის ძალიან ნიჭიერია და მოუთმენლად ველოდები მასთან ერთად მუშაობის დაწყებას."

სავარაუდოდ, როტუელის დებიუტი შაბათს "ბრაიტონის" წინააღმდეგ შედგება.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ტრანსფერები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Jorbe-Jorbe
28 იანვარი 2015 09:06
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
კარგია, გამოცდილებას მიიღებს.
0
№2
ავტორი: RojoDiablo
28 იანვარი 2015 09:08
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მთავარია ათამაშონ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: AkkRed
28 იანვარი 2015 09:57
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
არ ვიცი როგორი ფეხბურთელია, მაგრამ იმედია გამოგვადგება მომავალში.
0
№4
ავტორი: DiMaria
28 იანვარი 2015 14:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
კაია. ასეთი რამეები მიხარია ხოლმე
0
№5
ავტორი: GeorgeBest
28 იანვარი 2015 14:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მგონი ჩელსისთან ვუყურე ამის თამაშს და ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია მამენტ. სხვა დროც არ მინახავს

ახალაგზრდებს უფრო დიდ ყურადღებას ტუ მიაქცევენ კარგი იქნება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top