თბილისი:
მანჩესტერი:
27-01-2015, 18:46
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2187,
კომენტარები: 8
უილსონი: ჩემი საუკეთესო 5 გოლი
უილსონის საუკეთესო გოლების ტოპ-ხუთეული.
უილსონი: ჩემი საუკეთესო 5 გოლი
რეზერვები: სიტი 1-4 იუნაიტედი, 7 აგვისტო, 2014

მანჩესტერის თასის ფინალში "სიტის" კარში სოლო რეიდის შემდეგ გატანილი გოლი.

უილსონი: "ეს გოლი უფრო მოწინააღმდეგისა და შემთხვევის გამო ავირჩიე, ვიდრე სხვა რამის გამო. მოედნის ნახევრის ხაზზე მივიღე ბურთი, რამდენიმე ფეხბურთელი მოვატყუე და გავიტანე. პირველი ტაიმის შემდეგ გათანაბრება დიდებულია. შესანიშნავ დროს გავიტანე."

პირველი გუნდი: ქპრ 0-2 იუნაიტედი, 17 იანვარი, 2015

ეს არის გოლი, რომლის დროსაც პირველ შემთხვევაში არ გაუმართლა. თუმცა დასწრებაზე საუკეთესო იყო და 14/15 წლების სეზონში პირველი გოლი გაიტანა.

უილსონი: "ქპრ-ს წინააღმდეგ გატანილი გოლი პირველ გუნდში ახალ სეზონში პირველი გოლი იყო. ეს გოლიც აქ უნდა იყოს."

21 წლამდელები: იუნაიტედი, 3-0 ასტონ ვილა, 7 აპრილი, 2014

საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმაც უილსონის რეპერტუარია, ეს გოლი ამას ადასტურებს.

უილსონი: "ერთი "ასტონ ვილას" კარშიც გავიტანე. საჯარიმოს გარედან ბევრი გოლი ვერ გამაქვს, ეს კი კუთხეში წავიდა."

პირველი გუნდი: იუნაიტედი 3-1 ჰალ სიტი, 6 მაისი, 2014

ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც სადებიუტო შეხვედრაში გოლს იტანს, სამომავლოდ გამოცდილებას იღებს. უილსონის შემთხვევაც ასეთი იყო.

უილსონი: "დებიუტი გონებაში ჩამებეჭდა. ორივე გოლი სეზონის მიწურულს ჩემთვის დიდებულ დროს გავიტანე. თითოეული ეს გოლი ფავორიტებად მაქვს მიჩნეული."



აქვე შეგიძლიათ იხილოთ 13/14 წლების სეზონის უილსონის გოლები:



წყარო: manutd.com
ვიდეოები
8 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
27 იანვარი 2015 20:13
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რა სწრაფია და რა მაგარი გოლები გააქვს winked დიდი იმედი მაქვს ამ ბიჭის, მითუმეტს როცა გვერდით ესეთი ფორვარდები ჰყავს
0
№2
ავტორი: Wardell
27 იანვარი 2015 21:40
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
მაგარი ბიჭია, თუმცა ცოტა არასტაბულური. ერთ მატჩში გამოჩნდება მეორეში ჩრდილშია, თუმცა ეგ არაფერი გამოსწორდება, ასაკთან ერთად დაღვინდება.
0
№3
ავტორი: love united
27 იანვარი 2015 21:55
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მაგარი ბიჭია, თუმცა ცოტა არასტაბულური. ერთ მატჩში გამოჩნდება მეორეში ჩრდილშია,

+1
0
№4
ავტორი: RojoDiablo
28 იანვარი 2015 08:21
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
კარგი ფორვარდი უნდა დადგეს. სწრაფიც არის და მომენტების გამოყენების უნარიც აქვს, მაგრამ ჯერ ცოტათი ფიზიკურად სუსტია და ასაკთან ერთად ამასაც გამოასწორებს იმედია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
28 იანვარი 2015 08:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
იმედია არსად არ გაუშვებენ და მალე უფრო და უფრო უკეთესი გახდება.
0
№6
ავტორი: AkkRed
28 იანვარი 2015 12:16
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მეორე ფორლანია
0
№7
ავტორი: DiMaria
28 იანვარი 2015 14:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
წელსაც უნდა შეყაროს ხოლმე. ძალიან მაგარი ბიჭია და იმედი მაქვს ამის
0
№8
ავტორი: Mufc7
28 იანვარი 2015 20:52
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ნელ-ნელა უფრო დაიხვეწება და გამოასწორებს ყველაფერს იმედია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top