თბილისი:
მანჩესტერი:
27-01-2015, 18:18
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1742,
კომენტარები: 9
გიგზი: "ჩემი კარიერით კმაყოფილი ვარ"
რაიანი თავისი კარიერის შესახებ.
გიგზი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, რაიან გიგზი თავისი პროფესიონალური კარიერის განვითარებით მოხარულია.

2014 წელს რაიან გიგზმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა, რის შემდეგაც ლუი ვან გაალის ასისტენტი გახდა. მანამდე კი დევიდ მოიესის გაძევების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" სეზონის უკანასკნელ ოთხ მატჩში მისი ხელმძღვანელობის ქვეშ ასპარეზობდა.

საფეხბურთო კარიერის უკანასკნელი მატჩი უელსელმა "ოლდ ტრაფორდზე" "ჰალ სიტის" წინააღმდეგ გამართა, რომელშიც თავისი თანამემამულე, ტომ ლოურენსი სათადარიგოთა სკამიდან შეცვალა.

რაიანი აცხადებს, რომ მოხარულია თავისი კარიერის განვითარებით და თავს კომფორტულად გრძნობს.

"ვერც კი წარმოვიდგენდი ფეხბურთელის კარიერის უკეთეს დასასრულს. სეზონი მწვრთნელის რანგში დავასრულე და რამდენიმე ახალგაზრდას თავის გამოჩენის შანსიც მივეცი. სიმბოლური იყო ისიც, რომ ახალგაზრდა ტომ ლოურენსი "ოლდ ტრაფორდზე" პირველად სწორედ მაშინ გამოჩნდა, როცა მე უკანასკნელი მატჩი ჩავატარე."

"ამჟამად "იუნაიტედის" სამწვრთნელო შტაბში შევდივარ და ეს არავითარ დისკომფორტში არ მამყოფებს. მე ვარ "იუნაიტედის" ქომაგი, "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი და გამარჯვებული, ისევე როგორც კლუბი."

"თუ რომელიმე ფეხბურთელი ჩვენი სტატუსისთვის შესაბამისი აღარ იქნება, ამას აუცილებლად ვეტყვი. ეს არასდროს ყოფილა ჩემთვის პრობლემა."
- განაცხადა გიგზმა.

წყარო: redevils.ru
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
27 იანვარი 2015 18:46
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
tearing you since apart 1991 - წარმატებული მწვრთნელი გამხდარიყავი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
27 იანვარი 2015 20:16
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმედია სამწვრთნელო კარიერაც ესეტი დიდებული ექნება winked
0
№3
ავტორი: Jorbe-Jorbe
27 იანვარი 2015 20:52
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
იმედია რამდენიმე წლის მერე მოხვალ იუნაიტედის სათავეში და კიდევ ერთ ეპოქას შექმნი იუნაიტედისთვის..ოღონდ როგორც მწვრთნელი
0
№4
ავტორი: love united
27 იანვარი 2015 21:53
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
რავი, თუ 4-4-2ის იქით ტაქტიკას დაინახავს, ინგლისელებს და ძმაკაცებს სასტავში ძალით არ ჩატენის შეიძლება კარგი მწვრთნელი გამოვიდეს :დ
0
№5
ავტორი: Best 7
27 იანვარი 2015 21:53
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Didi imedi maqvs mwvrtnelic umagresi gaxdeba!
0
№6
ავტორი: temo-scholes
28 იანვარი 2015 10:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
shentan ertad chemi riji dzma daayene asistentad da mere faizagia warmatebaa....;)
0
№7
ავტორი: AkkRed
28 იანვარი 2015 12:21
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ისე ლოურენსი რა იქნა??
0
№8
ავტორი: DiMaria
28 იანვარი 2015 14:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
რატომ არ იქნები, ცამეტი ჯერარდი გაქვს და
0
№9
ავტორი: Mufc7
28 იანვარი 2015 20:49
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
"მე ვარ "იუნაიტედის" ქომაგი, "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი და გამარჯვებული, ისევე როგორც კლუბი."
ლეგენდა♥
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top