თბილისი:
მანჩესტერი:
27-01-2015, 15:10
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2504,
კომენტარები: 9
ჭორები "იუნაიტედის" ირგვლივ
"იუნაიტედის" ირგვლივ გავრცელებული სატრანსფერო ჭორები.
ჭორები
"ფიორენტინასა" და "რომას" მატჩში კევინ სტროოტმანმა კიდევ ერთხელ მიიღო მუხლის დაზიანება, რის გამო 34 წუთზე შეცვალეს. რუდი გარსიამ კი განაცხადა, რომ "ტრავმა ჯერ კიდევ მოუშუშებელია."

შედეგად, "იუნაიტედი" აღარ ეცდება ჰოლანდიელი ფეხბურთელის შეძენას, რომელმაც ცხრა თვიანი პაუზის შემდეგ ნოემბერში მოახერხა დაბრუნება.

დარენ ფლეთჩერის გაშვების შემთხვევაში მოსალოდნელი იყო, რომ ვან გაალი კევინს შეიძენდა, თუმცა მას მოცდა მოუწევს.

კიდევ ერთი ნახევარმცველი, რომლის შეძენის იმედი "იუნაიტედის" ქომაგს აქვს პოლ პოგბა გახლავთ, რომელსაც ალეგრის თქმით "თავისი ფასი" აქვს.

სანამ "იუნაიტედი" ფილ ჯონსის შეძენას მოახერხებდა, რაფაელ ვარანისთვის "რეალს" მხარდამხარ ებრძოდა და იგივე ხდება აიმერიკ ლაპორტეს შემთხვევაშიც.

20 წლის ფეხბურთელი გასულ წელს ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მცველად მოინათლა და მისი სატრანსფერო ღირებულება 31.5 მლნ. ფუნტს შეადგენს.

ლაპორტე არ არის ერთადერთი ფეხბურთელი, ვისი შეძენაც "იუნაიტედს" სურს. "წითლების" რადარზე მატს ჰუმელსიც იმყოფება.

"იუნაიტედის" გულშემატკივარი ბედნიერი იქნებოდა ნათანაელ კლაინის შეძენითაც, რომელიც ამჟამად "საუთჰემპტონთან" ახალი კონტრაქტის პირობებს განიხილავს.

23 წლის მცველს კონტრაქტი მომდევნო წელს ეწურება.

"ატლეტიკო მადრიდის" ფეხბურთელი, კოკე, რომლითაც "იუნაიტედი" დიდი ხნის განმავლობაში ინტერესდება, აცხადებს, რომ ცხოვრებას "თეთრ-წითელ ფერებში ხედავს და არსად წასვლა არ სურს."

წყარო:M.E.N.
ჭორები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Esi
27 იანვარი 2015 15:45
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
კოკე იუნაიტედსაც აქვს თეთრი და წითელი ფერი, ნუ ერთად არა მაგრამ ცალ-ცალკე wink წამოდი რა მანჩესტერში.. კოკე ერერა მატა დი მარია იიიიიფ კანფეეეტ.

ლაპორტეც უნდა ვიყიდოთ, მევუასება!
0
№2
ავტორი: batumski
27 იანვარი 2015 16:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 132
კოკე,ლაპორტე დონეა,ნუ პოგბა ხო საერთოდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ There are Good Football teams and there are Great Football teams, then of course there is Manchester United
№3
ავტორი: GeorgeBest
27 იანვარი 2015 17:11
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სტროოტმანი დაიტანჯა იმენა areyoukiddingme არადა მაგრად მევასებოდა ეგ
0
№4
ავტორი: RojoDiablo
27 იანვარი 2015 17:53
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ამათგან კოკეს და პოგბას ვერ ვიყიდით, სტროოტმანს ჯერ არ ვიყიდით და კლაინს იმედია შევიძენთ. ლაპორტეს ჰუმელსი მაინც ჯობია, თუ არადა აქაც რეალს უნდა ებრძოლონ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
27 იანვარი 2015 20:48
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
რამდენზე იწერება უკვე რომელია სანდო და რომელი არა მოდი და გაიგე ეხლა
0
№6
ავტორი: Best 7
27 იანვარი 2015 23:40
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Laporte moiyvanon da humelsiic
0
№7
ავტორი: temo-scholes
28 იანვარი 2015 10:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
chamotvliltagan realuri da shedzenis shansi ro gvaqvs klainia mxolod...
0
№8
ავტორი: AkkRed
28 იანვარი 2015 12:34
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ბოლოს დე იონგს ან ვლაარს ვიყიდით როგორც ჰოლანდიელები მაგ პონტში რა
0
№9
ავტორი: DiMaria
28 იანვარი 2015 14:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
აუ კოკე რა კოკე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top