"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა ადნან იანუზაის მიმართ პსჟ-ს ინტერესი დაბლოკა.
გასულ სეზონში იანუზაი "იუნაიტედის" პირველ გუნდში მოხვდა და ახალი კონტრაქტი გააფორმა. თუმცა მწვრთნელის პოსტზე ვან გაალის მოსვლის შემდეგ 19 წლის ბელგიელმა მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა, მათ შორის ერთი ინგლისის თასზე.
ნათელია, რომ იანუზაი თავის გამოჩენას ვერ ახერხებს, თუმცა არც ამის სრულფასოვანი შანსი ეძლევა. ასეთ შემთხვევაში კი თითქოს იჯარა კარგი ვარიანტია.
"იუნაიტედს" მზა ვარიანტიც ჰქონდა - პსჟ იანვარში ადნანის ხელმისაწვდომობის თაობაზე "წითელ ეშმაკებს" დაუკავშირდა, თუმცა ვან გაალმა გადაწყვიტა, რომ ბელგიელი სეზონს "ოლდ ტრაფორდზე" დაასრულებს.
"დიახ, პსჟ ინტერესს ზამთარში იჩენდა. "მანჩესტერ იუნაიტედს" ინფორმაციისთვის პირდაპირ მიმართეს. თუმცა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ იანუზაი არ წავა. არც იჯარით, არც სრულყოფილი ტრანსფერით.
მწვრთნელი მას გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად მიიჩნევს. თითოეული ფეხბურთელის იმედი აქვს. როგორც ჩანს, ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა და არც მე ვფიქრობ, რომ შეიცვლება" - განაცხადა იანუზაის აგენტმა, დირკ დე ვრისმა.