დარენ ფლეთჩერი კლუბს უფასოდ დატოვებს.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" დარენ ფლეთჩერს კლუბის უფასოდ დატოვების უფლება მისცა, რათა მან იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დარჩენილ ვადაში კლუბის გამოცვლა მოასწროს.
შოტლანდიელი, რომელსაც კვირას 31 წელი შეუსრულდება "იუნაიტედს" კონტრაქტით ზაფხულამდე უკავშირდება.
დარენის მიმართ ინტერესს "ვესტ ჰემი", "ვალენსია" და "სელტიკი" იჩენენ, "ჩაქუჩები" კი მის შეძენაში ფავორიტებად ითვლებიან.
ედინბურგში დაბადებული ფეხბურთელი "იუნაიტედში" 11 წლის ასაკიდან ირიცხება და თავისი პირველი მატჩები 2003 წელს ჩაატარა, რის შემდეგაც სერ ალექსის გუნდის უცვლელი წევრი გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ ახალმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა ფლეთჩერი ვიცე-კაპიტნად დანიშნა, ის გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას ვერ ახერხებდა.
ფლეთჩერს "იუნაიტედის" რიგებში 342 მატჩი აქვს ჩატარებული ამ პერიოდში პრემიერ ლიგის 5, ლიგის 2, ასოციაციის 1 და ჩემპიონთა ლიგის 1 თასი მოიგო. ხოლო 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს დააკლდა, რადგან ნახევარფინალურ შეხვედრაში "არსენალის" წინააღმდეგ მატჩში ის მოედნიდან გააძევეს.
წყარო:
M.E.N.