ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
სალამი ყველას!
დრო გარბის. თითქოსდა გუშინ შევაბიჯე კარინგტონზე, სადაც თანაგუნდელებს შევხვდი და გუნდთან ერთად პირველი სავარჯიშო სესია გავმართე. მას შემდეგ 12 თვე გავიდა და სიმართლე ის არის, რომ ისეთი შეგრძნება მაქვს, ყველაფერი სწრაფად მოხდა.
ამ 365 დღეში უამრავი განსაკუთრებული მომენტი, კარგი დრო და იმედგაცრუება განვიცადე, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ადგილი, სადაც მე ვარ, პრივილეგიაა. "იუნაიტედის" სამწვრთნელო შტაბი, გულშემატკივარი და ჩემი თანაგუნდელები პირველივე დღიდან ფანტასტიურად მეპყრობოდნენ, ეს კი იმიტომ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მსოფლიოს უდიდესი და უმნიშვნელოვანესი კლუბია. ამ და სხვა მრავალი მიზეზის გამო მინდა მადლობა გადაგიხადოთ და შევინარჩუნო იგივე მენტალიტეტი, რაც მოსვლის დღიდან მქონდა: გაუმჯობესება, ბრძოლა და გუნდისა და კლუბის წარმატებაში წვლილის შეტანა.
კარგი შედეგი თქვენთვის საუკეთესო ჯილდოა, ეს ვიცი, ამიტომ უკვე ვემზადებით "ოლდ ტრაფორდზე" "ლესტერ სიტისთან" მატჩის ჩატარებისთვის. წინა მატჩმა ცუდი გემო განგვაცდევინა. გვინდა ეს შევცვალოთ და ჩვენს მაყურებელს კარგი თამაში შევთავაზოთ.
როგორც იცით, პარასკევს ინგლისის თასზე "კემბრიჯს" შევხვდით. მატჩი ფიზიკურად დატვირთული გამოდგა და ახლა გადათამაშება სახლში გვექნება, სადაც მომდევნო რაუნდში გასვლას ვეცდებით. ქაღალდზე შესაძლოა დაბალი დივიზიონის გუნდის დამარცხება ადვილი ჩანდეს. მაგრამ ასე არ არის. გასული შაბათიდან მაგალითი უნდა ავიღოთ, რამეთუ ორი დიდი კლუბი დამარცხდა. ეს გვახსენებს, რომ ინგლისის თასი სიურპრიზებით არის სავსე. ამავდროულად, ეს ჩვენთვის გაფრთხილების ნიშანიც უნდა იყოს.
კიდევ ერთხელ გმადლობთ იქ ყოფნისთვის ყოველდღიურად, ყოველკვირეულად და ყოველწლიურად. "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩემი პირველი წლის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე. ძალიან ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს მეც და თქვენც მომავალში საოცარ მომენტებს გამოვცდით. გმადლობთ მთელი გულით! კარგი კვირა გქონდეთ!
გეხვევით.
ხუანი.
წყარო:
manutd.com