თბილისი:
მანჩესტერი:
26-01-2015, 16:33
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1295,
კომენტარები: 0
მატა: "წინა მატჩმა მაგალითი გვიჩვენა"
ხუან მატა სათასო და მომდევნო მატჩის შესახებ.
მატა:
ხუან მატა აცხადებს, რომ ინგლისის თასზე "სეისმურმა პარასკევმა" უნდა აჩვენოს, რომ მეხუთე რაუნდში გასვლა გარანტირებული არ არის.

"წითელი ეშმაკები" ინგლისის თასის მეოთხე რაუნდში "კემბრიჯ იუნაიტედს" ეწვივნენ და 0-0 ითამაშეს, რის შემდეგაც გადათამაშება "ოლდ ტრაფორდზე" 4 თებერვალს გაიმართება.

"კემბრიჯთან" მატჩი ფიზიკურად დატვირთული გამოდგა და ახლა გადათამაშება სახლში გვექნება, სადაც მომდევნო რაუნდში გასვლას ვეცდებით. ქაღალდზე შესაძლოა დაბალი დივიზიონის გუნდის დამარცხება ადვილი ჩანდეს. მაგრამ ასე არ არის."

"გასული შაბათიდან მაგალითი უნდა ავიღოთ, რამეთუ ორი დიდი კლუბი დამარცხდა. ეს გვახსენებს, რომ ინგლისის თასი სიურპრიზებით არის სავსე. ამავდროულად, ეს ჩვენთვის გაფრთხილების ნიშანიც უნდა იყოს."

"კარგი შედეგი თქვენთვის საუკეთესო ჯილდოა, ეს ვიცი, ამიტომ უკვე ვემზადებით "ოლდ ტრაფორდზე" "ლესტერ სიტისთან" მატჩის ჩატარებისთვის."

"წინა მატჩმა ცუდი გემო განგვაცდევინა. გვინდა ეს შევცვალოთ და ჩვენს მაყურებელს კარგი თამაში შევთავაზოთ."
- განაცხადა მატამ.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top